რობერტო კარლოსი: “გაბრიელ ჟეზუსი “მანჩესტერ სიტიში” ნამდვილი ვარსკვლავი გახდება”
ბრაზილიური ფეხბურთის ლეგენდას, რობერტო კარლოს სჯერა, რომ გაბრიელ ჟეზუსს “მანჩესტერ სიტის” ლიდერის ფუნქციის მორგება შეუძლია.
შეგახსენებთ, რომ “ქალაქელთა” 19 წლის ფეხბურთელის დებიუტი შაბათს, “ტოტენჰემთან” მატჩში შედგა. უნდა აღინიშნოს, რომ ბრაზილიელის თამაშმა საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა და “ეტიჰადის” ბინადრებს იმედებიც ჩაუსახა.
“მჯერა, რომ გაბრიელი “მანჩესტერ სიტისთვის” ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გახდება. ახლა მას უბრალოდ დრო სჭირდება ადაპტაციისთვის.
მინდა გულშემატკივრებს ვთხოვო, რომ მისგან ზედმეტი არ მოითხოვონ, დიდი ზეწოლა მას ავნებს.
“ტოტენჰემთან” გამართულ მატჩში, სადაც მან მხოლოდ 15 წუთი ითამაშა, მან გვიჩვენა, თუ რა შეუძლია სინამდვილეში. ის ძალიან სწრაფია და ამის წყალობით გოლის გატანაც მოახერხა, თუმცა ის არ ჩათვალეს.”