რობერტო მანჩინი ბალოტელის: “მაისურს ნუღარ გაიხდი, მარიო”
რობერტო მანჩინიმ მარიო ბალოტელის ბრწყინვალე ასპარეზობაზე გააკეთა მცირე კომენტარი, რომელიც ამჟამად საფრანგეთის ლიგა 1-ში მოასპარეზე “ნიცას” ღირსებას იცავს, თანაც საკმაოდ კარგად.
“ყველას აქვს რაღაც სათქმელი მარიოზე, რაც ვფიქრობ რომ მარიოსთვის ზედმეტად დამღლელია.
რა უნდა ვთქვა, ის მართლაც რომ ფანტასტიკურია. ის ყველაფერს განსაკუთრებულად აკეთებს. “ნიცაში” მინიმუმ 20 გოლი უნდა გაიტანოს. მაგრამ ამასთანავე ისიც უნდა დაიმახსოვროს, რომ მაისური მეტჯერ აღარ უნდა გაიხადოს. გოლების გატანა მისთვის ნორმალური რამ უნდა იყოს.
მახსოვს მისი თამაში 2007-08 წლების სეზონის ბოლოსკენ. მაშინ ზლატანი ტრავმირებული იყო და მას უწევდა ყველაფრის საკუთარ თავზე აღება. დარწმუნებული ვიყავი, რომ ის ვარსკვლავი გახდებოდა. მაგრამ 17 წლის ასაკში მას ზეწოლასთან გამკლავება არ შეეძლო.
ის ძალიან კარგი პიროვნებაა, დიდი გულით. ზოგჯერ შეიძლება ნერვები მოგიშალოს, მაგრამ შეუძლებელია მისთვის კარგი არ გინდოდეს.”