რობერტო მანჩინი “ინტერიდან” მიდის?
იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დიდი შანსია, უახლოეს დღეებში რობერტო მანჩინიმ “ინტერის” მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვოს.
Sky Sport Italia-ს ცნობით, მანჩინი ამერიკაში მილანური კლუბის ხელმძღვანებლებს შეხვდა, სადაც სამომავლო გეგმებზე ისაუბრებს. როგორც ირკვევა, 51 წლის სპეციალისტის ხედვები კლუბის მფლობელების ხედვებს არ ემთხვევა. ჩინელ ინვესტორებს გუნდში ახალგაზრდა ფეხბურთელების გამოჩენა სურთ, ხოლო მანჩინის გამოცდილი მოთამაშეებით გაძლიერება უნდა.
სავარაუდოდ, მომდევნო დღეებში გადაწყდება, გააგრძელებს თუ არა რობერტო მანჩინი “ინტერში” მუშაობას.