რობერტო მანჩინი: “მე რომ ახლაც “ინტერის” მწვრთნელი ვიყო…”
რობერტო მანჩინის სჯერა, რომ მილანის “ინტერი” ახლა იტალიური სერია ა-ს სატურნირო ცხრილის ტოპ სამეულში იქნებოდა, ის რომ ახლაც მათი მთავარი მწვრთნელი ყოფილიყო.
“ინტერი”? მათ არანაირი სურვილი არ ჰქონდათ ურთიერთობის გაგრძელების. მე მათ ველაპარაკე, მაგრამ ერთმანეთს ვერ გავუგეთ.
ბუნებრივია, მე ჩემი ხედვები მაქვს და ჩემთვის მიუღებელი იყო ის, რასაც ისინი აკეთებდნენ.
ამჟამინდელმა მფლობელებმა მე სამწლიანი კონტრაქტი შემომთავაზეს, მაგრამ მაშინ იქ დიდი ქაოსი იყო. არ ვიცოდი, ვისთვის უნდა მიმემართა. ასეთი სიტუაციის მართვა კი ძალიან რთული იყო.
ძალიან ვწუხვარ ასე რომ მოხდა. მჯერა, რომ ამ გუნდს მინიმუმ სამეულში მოხვედრაში მაინც დავეხმარებოდი,” – აცხადებს რობერტო მანჩინი.