რობერტო მანჩინი “სიტის” ამჟამინდელი მდგომარეობით გაკვირვებულია
რობერტო მანჩინიმ “მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელის, პეპ გვარდიოლას მუშაობა შეაფასა, რომელიც მანჩესტერულ გრანდს სათავეში 2016/17 წლების სეზონის დაწყების წინ ჩაუდგა.
“საკმარისად იღბლიანი აღმოვჩნდი და “სიტიში” მუშაობის შესაძლებლობა უკვე გამოვიყენე. ჩვენ ძალიან ბევრი რამ მოვიგეთ და დიდ ფეხბურთსაც ვთამაშობდით.
ახლა მათ გვარდიოლა ჰყავთ, რომელსაც საკმაოდ მაღალი დონის მწვრთნელად მივიჩნევ. მაგრამ მათ რაღაც პრობლემები აქვთ, რაც მაკვირვებს კიდეც.
ესპანეთში ყოფნისას მას ბრწყინვალე ფეხბურთელებთან უწევდა მუშაობა და მხოლოდ ერთი მეტოქე ჰყავდა “რეალის” სახით, ისევე როგორც “ბაიერნში” ყოფნისას.
პრემიერ ლიგაში კი მინიმუმ ექვსი გუნდი აცხადებს მაღალი მიზნებისთვის პრეტენზიას და ამიტომაც უჭირთ ასე. მაგრამ ვთვლი, რომ 2012 წლის შემდეგ, ეს “სიტი” საუკეთესოა,” – აცხადებს მანჩინი.