რობერტო მანჩინიმ “მილანის” ფანებს შუა თითი უჩვენა (ვიდეო)
“ინტერის” მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ დერბი “დელა მადონინას” მიმდინარეობისას “მილანის” ფანებს შუა თითი უჩვენა.
მოგეხსენებათ, 31 იანვარს, “სან სიროზე” ერთმანეთს “მილანი” და “ინტერი” დაუპირისპირდნენ. შეხვედრა “როსონერის” გამარჯვებით, 3:0 დასრულდა.
მატჩის მიმდინარეობისას, მსაჯმა მანჩინი მოედნიდან გააძევა, კამერებმა კი 51 წლის სპეციალისტის გასახდელში შესვლამდე საინტერესო კადრი დააფიქსირეს.
ერთ-ერთ იტალიურ არხთან ინტერვიუს დროს, გაბრაზებულმა მანჩინიმ ეს თავად დაადასტურა: “ვუჩვენე თუ არა “მილანის” ფანებს შუა თითი? დიახ, ასე იყო. მე ეს უკვე გითხარით. საკმარისია.”
#Mancini mostra il dito medio ad alcuni tifosi mentre lascia il campo #MilanInter pic.twitter.com/XCnp6kU2Rl
— SportMediaset.it (@Sport_Mediaset) January 31, 2016
MUST WATCH
Mancini got pissed with newscaster:
"I already told you I gave the finger, I already told you. Enough"pic.twitter.com/NRl4xhq46I
— Marco Messina (@Marcocalcio22) January 31, 2016