რობერტსონი: “ვწუხვარ იმის გამო, რაც მესის გავუკეთე”
“ლივერპულის” მარცხენა მცველმა, ენდი რობერტსონმა 2019 წელს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში “ბარსელონას” წინააღმდეგ “ენფილდზე” გამართული მატჩი გაიხსენა. შოტლანდიელმა ფეხბურთელმა მესისთან მომხდარ ინციდენტზე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ის მის საქციელს ნანობს.
“მე და ფაბინიომ მესისთვის ბურთის წართმევა ვცადეთ, მაგრამ ორივე მიწაზე აღმოვჩნდით. მე მხოლოდ მის თმებს გავუსვი ხელი. მას ეს არ მოეწონა, ალბათ, იგივეს მომავალში არ გავიმეორებდი. ვფიქრობ, ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელის მიმართ მსგავსი საქციელი უპატივცემულობაა. მესი მინდორზე იყო წაქცეული, მეც წაქცეული ვიყავი. არ ვიცი, რა დამემართა! ვნანობ, რაც გავაკეთე. ამ მომენტს ხშირად იხსენებენ, რაც ჩემთვის კარგი არ არის. მაშინ წინასწარ რომ მეფიქრა, ამას არ გავაკეთებდი”, – ციტირებს რობერტსონის სიტყვებს Goal.Com.