რობინ ვან პერსი “არსენალიდან” “მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლის მიზეზებს განმარტავს
ზუსტად შვიდი წლის წინ რობინ ვან პერსი ყველასათვის გასაკვირად ლონდონის “არსენალიდან” “მანცესტერ იუნაიტედში” გადაბარგდა. დიდი ხნის შემდეგ, ჰოლანდიელმა ფეხბურთელი კვლავ ეცადა ამ გადაწყვეტილების მიზეზებზე საუბარს.
“არსენალში” ყოფნა, შესაძლოა, ქორწინებასაც შევადაროთ. მე და ჩემი მეუღლე, “არსენალი”, რვა წელი ვიყავით ქორწინებაში. ამ დროის შემდეგ ჩემი მეუღლე უბრალოდ დაიღალა ჩემით. ეს ფაქტია.
თუ “არსენალი” ახალ კონტრაქტს არ გთავაზობს, ეს იმის მანიშნებელია, რომ ახალი კლუბის ძიება დაიწყო. თანაც იმ დროს ძალიან ამბიციური ვიყავი და მინდოდა, რომ ტიტულები მომეგო.
სამი წინადადება მივიღე. ერთი შეთავაზეა უცხოეთიდან მალევე გაააქრა. ისღა დამრჩენოდა არჩევანი “მანჩესტერ სიტისა” და “მანჩესტერ იუნაიტედს” შორის გამეკეთებინა. სატრანსფერო ფანჯრის მიმდინარეობისას, კულისებში ძალიან ბევრი რამ ხდება, რასაც ხალხი ვერ ხედავს,”- აცხადებს ლეგენდარული ჰოლანდიელი ფეხბურთელი.