რობინ ვან პერსი სეზონის ბოლოს საფეხბურთო კარიერას დაასრულებს
“ფეიენოორდის” ჰოლანდიელმა თავდამსხმელმა რობინ ვან პერსიმ აღიარა, რომ მიმდინარე სეზონის ბოლოს საფეხბურთო კარიერის დასრულებას აპირებს.
“ვფიქრობ, სეზონის ბოლოს კარიერას დავასრულებ. 36 წლის ვხდები, პროფესიონალურ დონეზე 18 წელია, რაც ვთამაშობ. 5 წლის ასაკიდან ფეხბურთის თამაშით ვარ დაკავებული.
არ მჭირდება ჰოლანდიის ჩემპიონატის მოგება იმისათვის, რომ “ფეიენოორდში” ჩემი დაბრუნება წარმატებულად ჩაითვალოს. კმაყოფილი ვარ იმით რაც ბოლო დროს გამოვიარე.
ბოლო წლებში თამაშისგან დიდ სიამოვნებას ვეღარ ვიღებდი, თუმცა კარიერის დასრულება ასე არ მნდომებია. “ფეიენოორდმა” კი ფეხბურთის თამაშის ხალისი დამიბრუნა, რისთვისაც დიდ მადლობას ვიხდი,” – აცხადებს ვან პერსი.
ვან პერსი საფეხბურთო ავიაციაში 2001 წლიდან მოღვაწეობს. ამ დროის მანძილზე მას “ფეიენოორდის”, “არსენალის”, “მანჩესტერ იუნაიტედისა” და “ფენერბაჰჩეს” რიგებში აქვს ნათამაშები. პროფესიონალურ დონეზე მას 573 მატჩში გატანილი 262 გოლი უგროვდება.