რობინ ვან პერსიმ უმძიმესი ტრავმა მიიღო (ვიდეო)
“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა შემტევმა, რობინ ვან პერსიმ “ფენერბახჩესა” და “ახისარ ბელედიესპორის” მატჩში საზარელი ტრავმა მიიღო – ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა თვალი დაიზიანა.
ჰოლანდიელმა ფორვარდმა, რომელმაც აღნიშნულ მატჩში ანგარიში გახსნა, ტრავმა პირველი ტაიმის მიწურულს მიიღო. მისი სახე მთლიანად სისხლით იყო მოსვრილი, საჭირო გახდა სასწრაფო დახმარების გამოძახებაც.
საკმაოდ დიდია იმის საშიშროება, რომ ვან პერსიმ ცალ თვალში მხედველობა დაკარგოს.
თურქული კლუბის ექიმი აცხადებს: “ვან პერსი თვალის არეში ძლიერი დარტყმა მიიღო, რამაც სისხლდენა გამოიწვია. ის ოფთალმოლოგის კაბინეტში იქნა გადაყვანილი, სადაც მას რამდენიმე გამოკვლევა უნდა ჩაუტარდეს.
ტრავმა არც ისე საშიში აღმოჩნდა, თუმცა საბოლოო შედეგს მაინც უნდა დავუცადოთ. ტრავმა უფრო სერიოზული რომ ყოფილიყო, სიტუაცია გაცილებით უფრო რთული იქნებოდა.”