რობინიოს “სანტოსში” სურს დარჩენა
“მილანიდან” “სანტოსში” განათხოვრებულ რობინიოს ევროპაში დაბრუნება არ სურს.
“სანტოსში დარჩენა მსურს და კლუბის ხელმძღვანელობაც ამ აზრზეა. ახლა მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, რათა პირობებით მეც, “სანტოსიც” და “მილანიც” კმაყოფილები ვიყოთ” – განაცხადა რობინიომ.
“მილანიდან” წასვლის შემდეგ 31 წლის რობინიომ “სანტოსში” 20 თამაში ითამაშა და 4 გოლი გაიტანა.