როდის ბრუნდება გარეტ ბეილი?
მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა გარეტ ბეილის მოედანზე დაბრუნების შესაძლო დროდ 7 მარტი დაასახელა.
“ჩემი აზრით, ის მოედანზე დაბრუნებას 7 მარტს შეძლებს, როდესაც “ნაპოლის” დავუპირისპირდებით. იმედი მაქვს, რომ მისი დაბრუნება დიდებული გამოვა.
მან ვარჯიში უკვე დაიწყო, თუმცა ჯერ მხოლოდ ინდივიდუალური პროგრამით. ის ყველაფერს კარგად აკეთებს და მოუთმენლად ელის დაბრუნებას,” – აცხადებს ფრანგი სპეციალისტი.