როდის დაბრუნდება მოედანზე ჯანო ანანიძე?
შოტლანდიასთან მატჩში მიღებული ტრავმის შემდეგ საქართველოს ნაკრების და მოსკოვის „სპარტაკის“ შემტევი ჯანო ანანიძე ჯერაც არ გამოჯანმრთელებულა. აღნიშნულ თემაზე მოსკოვური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა დიმიტრი ალენიჩევმა ისაუბრა.
„ჯანომ ათი დღე გამოტოვა, მას ფეხის ტკივილი კვლავ აწუხებს. საერთო ჯგუფთან ვარჯიშს ის მხოლოდ შემდეგ კვირას დაიწყებს“, – განაცხადა „სპარტაკის“ დამრიგებელმა.