როდის დადგება ფეხბურთელების გასამართლების დრო?

თარიღი: აგვისტო 5, 2014

ვან გაალი ახალი კლუბის შენებას იწყებს და შესაბამისად მას მოუწევს რამდენიმე ფეხბურთელის გამორიცხვა ძირითადი შემადგენლობიდან. თუმცა ჰოლანდიელის განცხადებით, ის ამის გაკეთებას ტურნეს ბოლომდე არ აპირებს.

“მე განცხადებებს ამ ტურის შემდეგ გავაკეთებ, იმიტომ რომ მე ყველას უნდა მივცე სათამაშო დრო. ახლა განსასჯელად ცოტა ნაარევი დროა, მაგრამ ფეხბურთში შენ ვალდებული ხარ ეს გააკეთო. გარდა ამისა, ვალდებული ხარ, რომ ფეხბურთელს წასვლის ნება მისცე, როგცა ხედავ, რომ მისი თამაშის დონე მაღალი არ არის. შენ წინასწარ უნდა გააკეთო ეს განცხადება, იმიტომ რომ 31 აგვისტო მეტისმეტად გვიანი დროა ამისთვის. მე ყველაფერს ვეტყვი ფეხბურთელებს ამ ტურნეს შემდეგ, მაგრამ არ ვაპირებ თქვენთან, მედიასთან ამ თემაზე საუბარს.”

როცა ამერიკის ტურნე დასრულდება და “იუნაიტედი” “ლივერპულთან” მატჩს ჩაატარებს, ვან გაალი და მისი გუნდი სახლში გაემგზავრებიან და კლუბს შეუერთდებიან ადნან იანუზაი და მარუან ფელაინი. ბელგიელი დუეტი არ გამგზავრებულა გუნდთან ერთად, რადგანაც მათ 5 ივლისს დაასრულეს მსოფლიო ჩემპიონატი.

“მათ უკვე ივარჯიშეს”,-აცხადებს ვან გაალი იანუზაისა და ფელაინის შესახებ. “მე მარსელ ბოუტი და ნიკი ბატი გავგზავნე მათ სავარჯიშოდ მანჩესტერში. სწორედ ამიტომაც მათ შეუძლიათ უკვე შემოგვიერთდნენ პირველივე ოფიციალურ მატჩში, მაგრამ არა ვალენსიასთან. ეს მხოლოდ და მხოლოდ მათზე, მათ ფორმაზეა დამოკიდებული. ყველა ინდივიდუალი განსხვავებულია.”

“თქვენ ალბათ ნახეთ ეს განსხვავება ტურნეზეც. მაგალითად, ეშლი იანგმა ერთი სრული მატჩI ჩაატარა, დარენ ფლეტჩერმა კი ორი, სხვებს კი არ ჩაუტარებიათ. ეს ყვეალფერი იმიტომ რომ ფეხბურთელებს შორის განსხვავებაა და მე უნდა დავაკვირდე მათ, გამოვიკვლიო რისი გაკეთება შეუძლიათ.”

“ხვალ ალბათ ბევრი ფეხბურთელი ითამაშებს სრულ მატჩს, იმიტომ რომ ეს არის ბოლო სანამ დავიწყებთ კლუბის აშენებას. მე უკვე ავხსენი, რომ არ შემიძლია ამის გაკეთება ვარჯიშების დროს, სწორედ ამიტომაც მე “ლივერპულთან” და “ვალენსიასთან” მატჩს ამისთვის გამოვიყენებ. მაგალითად, ხვალ იანგი 90 წუთს ითამაშებს, თუ შეძლებს იმის გაკეთებას რაც მე მსურს, თუ ვერ შეძლებს მის სათამაშო დროს 10 ან 20 წუთი მოაკლდება.”

“ვალენსიასთან” მატჩის წინ, რომელიც გაიმართება “ოლდ ტრაფორდზე” 12 აგვისტოს, გუნდს შეუერთდება რობინ ვან პერსიც, რომელმაც ყველაზე მეტს მიაღწია “წითელი ეშმაკუნებიდან” მსოფლიო ჩემპიონატზე და შესაბამისად 9 ივლისამდე ნაკრებთან ერთადაც იმყოფებოდა.

“უნდა ვნახო როგორ დაგვიბრუნდება რობინი. ჩვეულებრივ, თუ შენ მხოლოდ ოთხი დღეა ვარჯიშობ “ვალენსიასთან” მატჩამდე შენ სრულყოფილად მზად არ უნდა იყო. თუ გქონდა სამ კვირიანი შესვენება, შენ ბოლომდე ფიზიკურად მზად არ ხარ. შესაძლოა პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატაროს, მაგრამ რაღაც არამგონია,”-დაასრულა ვან გაალმა.

წყარო: მანჩესტერ იუნაიტედის ქართული ფან-კლუბი – http://redarmy.ge/

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ნეიმარის ფინტი “რეიმსთან” მატჩში (ვიდეო)

Neymar pulling out all the tricks tonight. 🎩 pic.twitter.com/wxzOtWMQdh — Regista (@Regista) September 27, 2020 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდუს მეორე გოლი “რომას” კარში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო Cristiano Ronaldo subiu no 4° andar pra marcar o segundo dele na partida. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლიონელ მესის გოლი “ვილიარეალის” კარში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო GOOOOOAL Messi 🐐 😭🔥😍 The match is live on 👇🏻🔥https://t.co/QlfmIjTVob Kindly retweet 🔥 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ეს იყო სამარცხვინო, ან ისტორიას გადახედონ…” – კახა კალაძე თბილისი

თბილისის მერმა, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, კახა კალაძემ თბილისის “დინამოს” შესახებ კომენტარი გააკეთა. როგორც [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელიამ “როტორს” შესანიშნავი გოლი გაუტანა (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო Rotor Volgograd 0-2 Rubin Kazan – Khvicha Kvaratskhelia Amazing Goal pic.twitter.com/DRQgmSikDc — Giorgi […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფილიპო ინძაგი: “ორივე ძმამ მოვიგეთ, მამა ტიროდა”

გუშინ ფილიპო ინძაგიმ “ბენევენტოს” მთავარი მწვრთნელის რანგში იტალიის სერია A-ში პირველი მატჩი ჩაატარა და პირველი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლუის სუარესმა “ატლეტიკოს” მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო Suarez already bagging his first goal for Atletico pic.twitter.com/i89RBHDFF4 — Khalid (@Khalz10I) September […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბაიერნი” “ჰოფენჰაიმთან” განადგურდა. ბავარიელები წელს პირველად დამ

გერმანიის ბუნდესლიგის მე-2 ტურში მიუნხენის “ბაიერნი” “ჰოფენჰაიმს” ეწვია და ანგარიშით 1:4 განადგურდა. ბავარიელებს უკანასკნელად ...
წაკითხვა
ფეხბურთი

გია ცეცაძე კორონავირუსით დაინფიცირდა

უკრაინული მედიის ინფორმაციით, “ლვოვის” მთავარი მწვრთნელი გია ცეცაძე კორონავირუსით დაინფიცირდა. 46 წლის ქართველი სპეციალისტი ამ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლევან შენგელიამ “ბეშიქთაშს” გაუტანა (ვიდეო)

Konyaspor 1-0 Beşiktaş 28' Shengelia https://t.co/fBd4EAerZn #BeşiktaşınMaçıVar pic.twitter.com/w1gt75917T — NeTSpor Izle ⚽️ 🇹🇷 (@netsporizl...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ფეიენორდის” ფეხბურთელმა წლის ერთ-ერთი საუკეთესო გოლი გაიტანა (ვიდეო)

მარკოს სენესის გოლი “დენ ჰაგის” კარში იხილეთ ვიდეო Feyenoord – Ado Den Haag karşılaşmasında, Feyenoord'u […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოფიციალურად: “შალკემ” დევიდ ვაგნერი დაითხოვა

გელზენკირხენის “შალკეს” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც კლუბის ხელმძღვანელობამ დევიდ ვაგნერის დათხოვნის გა...
წაკითხვა