როდის დაიწყება “რივერ პლეიტისა” და “ბოკა ხუნიორსის” დაპირისპირება?
ლიბერტადორესის თასის გათამაშების ფინალური მატჩი “რივერ პლეიტსა” და “ბოკა ხონუიორსს” შორის მცირე პერიოდით გადადებულია. მიზეზი “რივერ პლეიტის” გულშემატკივრების უღირსი საქციელი გახლავთ – ისინი “ბოკა ხუნიორსის” ავტობუსს თავს დაესხნენ და რამდენიმე ფეხბურთელიც დააზიანეს.
როგორც ცნობილი ხდება, “რივერ პლეიტის” ხელმძღვანელებმა მომხდარის შემდეგ მატჩის მინიმუმ ერთი დღით გადადება მოითხოვეს, თუმცაღა ჯანი ინფანტინოსგან კატეგორიული უარი მიიღეს – მატჩი თბილისის დროით 02:15 წუთზე აიღებს სტარტს.