როდის გაიხსნება სპორტდარბაზები? თუ სხვა ყველაფერი უკვე გახსნილია?
საქართველოში კორონა ვირუსის გავრცელების საშიშროებიდან გამომდინარე თითქმის ყველა დაწესებულება გაჩერებული იყო, თუმცა მაისიდან ეტაპობრივად დაიწყო სხვადასხვა შეზღუდვის მოხსნა და 10 ივნისის მდგომარეობით, შეზღუდვები პრაქტიკულად მხოლოდ სპორტული მიმართულებით რჩება.
გაიხსნა რესტორნები და კაფე-ბარები, მაგრამ ჯერ კიდევ უცნობია, თუ როდის გაიხსნება სპორტდარბაზები. სპორტსმენებმა და მწვრთნელებმა კანცელარიასთან აქცია გამართეს და ზუსტი პასუხი მოითხოვეს, თუ როდის ექნებათ მუშაობის განახლების საშუალება.
“უკვე 3 თვეზე მეტია სახლში ვართ და შემოსავლის გარეშე ვართ დარჩენილი. გვსურს დავსხდეთ მთავრობასთან ერთად და განვიხილოთ, თუ როდის და როგორ გვექნება მუშაობის განახლების საშუალება. პირბადით ვარჯიში შეუძლებელია, ეს პირიქით ჯანმრთელობის პრობლემებს გამოიწვევს და საერთოდ, ვარჯიში, ჯანმრთელობას აძლიერებს”, – განაცხადა ფიტნეს-ინსტრუქტორმა გიორგი ვასაძემ.
ჯერჯერობით ზუსტი პასუხი ჯანდაცვისა და სპორტის სამინისტროების ამ საკითხზე არ აქვთ.