როდის გაიმართება ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის წილისყრა?
11 დეკემბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი დასრულდა და გაირკვა ყველა იმ გუნდის ვინაობა, რომელიც მერვედფინალში ითამაშებს.
მერვედფინალური ეტაპის წილისყრა 16 დეკემბერს შვეიცარიის ქალაქ ნიონში ჩატარდება და ის თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება.
განთესილი კლუბები:
“ბარსელონა” (F ჯგუფი)
“ბაიერნი” (B ჯგუფი)
“იუვენტუსი” (D ჯგუფი)
“ლაიფციგი” (G ჯგუფი)
“ლივერპული” (E ჯგუფი)
“მანჩესტერ სიტი” (C ჯგუფი)
“პარი სენ-ჟერმენი” (A ჯგუფი)
“ვალენსია” (H ჯგუფი)
განუთესავი კლუბები:
“ატალანტა” (C ჯგუფი)
“ატლეტიკო” (D ჯგუფი)
“ჩელსი” (H ჯგუფი)
“დორტმუნდი” (F ჯგუფი)
“ლიონი” (G ჯგუფი)
“ნაპოლი” (E ჯგუფი)
“რეალი” (A ჯგუფი)
“ტოტენჰემი” (B ჯგუფი)
მერვედფინალური ეტაპის პირველი მატჩები 18, 19, 25 და 26 თებერვალს გაიმართება. განმეორებითი შეხვედრები 10, 11, 18, 18 მარტს ჩატარდება.