როდის გაიმართება სეზონის ბოლო “ელ კლასიკო”?
თარიღი: მარტი 19, 2021

ლა ლიგის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა სეზონის ბოლო “ელ კლასიკოს” ჩატარების თარიღი დაადგინა. “რეალი” საკუთარ მოედანზე “ბარსელონას” 10 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაუპირისპირდება.
ესპანურ გრანდებს შორის გამართული პირველი დაპირისპირება 24 ოქტომბერს შედგა. “კამპ ნოუზე” ზინედინ ზიდანის შეგირდებმა ანგარიშით 1:3 იმარჯვეს.
სეზონის ამ ეტაპისთვის “ბარსელონა” სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციას იკავებს 27 ტურში დაგროვებული 59 ქულით, ხოლო “რეალი” მას ორი ქულით ჩამორჩება.
მსგავსი სიახლეები