როდის იხურება ტოპ ჩემპიონატებში სატრანსფერო ფანჯარა?
ახალი დადგენილების თანახმად, ლა ლიგაში სატრანსფერო ფანჯარა ერთი დღის დაგვიანებით, პირველ სექტემბერს დაიხურება. პრემიერ ლიგის, სერია ა-ს, ბუნდესლიგისა და ლიგა 1-ის გუნდებს კი ტრანსფერების განხორციელების ბოლო შანსი გუნდებს 31 აგვისტოს ეძლევათ.
ასე რომ, ამ ზაფხულიდან ესპანურ გუნდებს დამატებითი 24 საათი ეძლევათ, რათა ერთმანეთში ტრანსფერები შეათანხმონ. ზემოთ ხსენებული ჩემპიონატების კლუბებს კი იმ ერთი დღის მანძილზე ესპანურ გუნდებში მოთამაშე ფეხბურთელების დამატება არ შეეძლებათ.
რაც შეეხება ზამთრის სატრანსფერო ფანჯარას, ყველა დიდ ჩემპიონატში ის 1 იანვარს გაიხსნება და 31-ში დაიხურება. გამონაკლისი იტალიის სერია ა არის, სადაც ფანჯარა ერთი დღის დაგვიანებით იხსნება.