როდის მოეხსნება ბანი “ტორპედოს” და რამდენს გადაუხდის გუნდი ლუკას?
ქუთაისის “ტორპედოს” FiFa-მ ბრაზილიელი რიჩარდ ლუკასთვის ხელფასის არგადახდის გამო, სატრანსფერო ბანი დაადო და გუნდი ფეხბურთელებს ვერც გაყიდის და ვერც გაუშვებს.
ლუკას მიმართ დავალიანება 51 ათას დოლარს შეადგენს და მას შემდეც, რაც თანხის გადახდა მოხდება, “ტორპედოს” სანქცია მოეხსნება.
“ტორპედოს” გენერალური დირექტორის, თემურ ჩეჩელაშვილის განცხადებით, დავით მუჯირთან (ფედერაციის გენერალური მდივანი) და რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულთან შეთანხმებით, ორშაბათიდან თანხის მობილიზება დაიწყება და უახლოეს დღეებში ლუკას დავალიანება დაიფარება.
საინტერესოა, რომ ჩეჩელაშვილის განმარტებით, 1 წლის წინ ლუკა მხოლოდ 2 თვის ხელფასი ანუ 30 000 ლარს ითხოვდა, რაც არ გადაუხადეს და ეს თანხა 200 ათას ლარს გასცდა.
შესაბამისად, “ტორპედო” შეძლებს ოლეგ მამასახლისი, ბექა ტუღუშისა და ლუკა ქაფიანიძის დამატებას, რომლებიც განაცხადში ვერ შეჰყავს.