როდის შედგება 2022 წლის მუნდიალის პლეი-ოფის წილისყრა?
ევროპაში მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი უკვე დასრულდა. სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრებმა ამჯერადაც ვერ შეძლო მომდევნო ეტაპზე გასვლა და ჯგუფში, სადაც ჩვენ გარდა ესპანეთს, შვედეთის, საბერძნეთისა და კოსოვოს ნაკრებები იყვნენ, მეოთხე ადგილი დაიკავა.
როგორც იცით, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ყატარში გაიმართება, სადაც 32 ნაკრები დაუპირისპირდება ერთმანეთს. უკვე ცნობილია იმ ათი ევროპული ნაკრების ვინაობა, რომლებმაც უკვე გაინაღდეს მუნდიალის საგზური (სერბეთი, ესპანეთი, შვეიცარია, საფრანგეთი, ბელგია, დანია, ნიდერლანდები, ხორვატია, ინგლისი და გერმანია).
მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფის წილისყრა 2021 წლის 26 ნოემბერს უნდა გაიმართოს შვეიცარიაში, კერძოდ კი FIFA-ს შტაბბინაში, რომელიც ციურიხში მდებარეობს.
პლეი-ოფში მონაწილეობას 12 ევროპული ნაკრები მიიღებს. 10 მეორეადგილოსანს ერთა ლიგიდან ორი ნაკრები შეუერთდა, რომელთაც საუკეთესო შედეგი ჰქონდათ (იმ ნაკრებების გარდა, რომლებმაც უკვე მოიპოვეს საგზური). პლეი-ოფის ნახევარფინალური ეტაპის მატჩები 24-25 მარტს გაიმართება, ხოლო ფინალები – 28-29 მარტს არის ჩანიშნული.
განთესილი ნაკრებები: პორტუგალია, შვედეთი, უელსი, რუსეთი, შოტლანდია, იტალია,
განუთესავი ნაკრებები: ჩეხეთი, ავსტრია, ჩრდილოეთ მაკედონია, უკრაინა, თურქეთი, პოლონეთი
აქვე გეტყვით, რომ პლეი-ოფები გაიმართება დანარჩენი კონტინენტების ნაკრებებს შორისაც და გადაწყდება ბოლო ორი საგზურის მფლობელის ვინაობა.