როდის შედგება ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა?
ჩემპიონთა ლიგა სულ მალე მოუყრის თავს ევროპის ელიტურ კლუბებს და გულშემატკივრებს მათი დაძაბული შერკინებებისთვის თვალის დევნების საშუალებას მოგვცემს. მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებმა უეფას მცირე ცვლილებებისკენ უბიძგა.
როგორც იცით, გასული სეზონის ფინალი და პლეიოფები უჩვეულო დროს, აგვისტოს თვეში, გაიმართა. კორონავირუსის პანდემიის გამო, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი ერთმატჩიან დაპირისპირებებს მოიცავს და ის ჯერაც არ დასრულებულა.
ახალი სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა კი ხუთშაბათს, 2020 წლის 1 ოქტომბერს არის ჩანიშნული. ჩვეულებისამებრ, ღონისძიება შვეიცარიის ქალაქ ნიონში გაიმართება და ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი ქართული კლუბების გარეშე ჩაივლის.
ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩები 20 და 21 ოქტომბერს ჩატარდება. უკვე ცნობილია იმ 28 კლუბის ვინაობა, რომლებიც 2020/21 წლების გათმაშებაში მიიღებენ მონაწილეობას.
პირველი კალათა: “ბაიერნი”, “სევილია”, “რეალი”, “ლივერპული”, “იუვენტუსი”, “პსჟ”, “ზენიტი”, “პორტუ”.
მეორე კალათა: “ბარსელონა”, “ატლეტიკო”, “მანჩესტერ სიტი”, “მანჩესტერ იუნაიტედი”, “შახტარ დონეცკი”, “ბორუსია დორტმუნდი”, “ჩელსი”, “აიაქსი”*.
მესამე კალათა: “ლაიფციგი”, “ინტერი”, “ლაციო”, “ატალანტა”, “ლოკომოტივი”**, “მარსელი”**, “ბრიუგე”*, “გლადბახი”**.
მეოთხე კალათა: “ბაშაქშეჰირი”, “რენი”.
* – მეორე ან მესამე კალათა.
** – მესამე ან მეოთხე კალათა.