როდრიგესი „რეალიდან“ „გალათასარაიში“ გადავიდა
მადრიდის „რეალის“ კასტილიის ნახევარმცველი ხოსე როდრიგესი ოფიციალურად „გალათასარაის“ ფეხბურთელი გახდა.
20 წლის ნახევარმცველმა თურქულ კლუბთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, მისი ხელფასი კი 800 ათასი ევროდან 850 ათას ევრომდე გაიზრება.
„გალათასარაი“ „სამეფო კლუბს“ როდრიგესის ყოველ ოცდაათ მატჩში 250 ათას ევროს მაქსიმუმ ოთხჯერ გადაუხდის. აქედან გამომდინარე, მოთამაშის სატრანსფერო ფასმა, შესაძლოა, ერთ მილიონ ევროს მიაღწიოს. ამასთანავე, „რეალს“ 2018 წლამდე ფეხბურთელის ათ მილიონ ევროს გამოსყიდვის უფლება ექნება. იმ შემთხვევაში, თუ შუახაზელი 2018 წლამდე რომელიმე სხვა კლუბში გადავა, მადრიდელები ტრანსფერისგან 30%-ს მიიღებენ.
განვლილ სეზონშო როდრიგესმა იჯარით „დეპორტივოში“ ითამაშა, რომლის შემადგენლბოაში 27 მატჩში 2 გოლი გაიტანა.