როდრიგო: “ჩემი გეგმაა, რომ “ვალენსიაში” თამაში განვაგრძო”
“ვალენსიას” თავდამსხმელს, როდრიგო მორენოს კარიერის საუკეთესო სეზონი აქვს. მან 37 შეხვედრაში 19 გოლს მოუყარა თავი. ბრაზილიაში დაბადებული სპორტსმენი იმედოვნებს, რომ ესპანურ გუნდში დარჩება და მომავალ სეზონში გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე მოსხვედრასა და იქ წარმატების მიღწევაში დაეხმარება.
“ისე, როგორც ყველა ზაფხულში, ახლაც ჩემს მომავალთან დაკავშირებით ბევრი საუბარია. თუმცა, მე ერთადერთი გეგმა მაქვს – დავრჩე ამჟამინდელ კლუბში. შესანიშნავი სეზონი გქვონდა, ხოლო ახლა კი წინ დიდი გამოწვევაა ჩემპიონთა ლიგის სახით. ისეთ რამეს მივაღწიეთ, რასაც არ ველოდით. საქმე ხარისხიანად გავაკეთეთ, რაც საამაყოა. მიზანი ნამდვილად არ ყოფილა, რომ პირველ ოთხეულში მოვხვედრილიყავით. თუმცა, სეზონის შუაში უკვე მივხვდით, რა დონეც გვქონდა. ამიტომ, ეს შედეგი ნამდვილად დავიმსახურეთ,” – ამბობს როდრიგო.