როდრიგო: “უკვე წარმოვიდგინე, როგორ სკანდირებენ ჩემ სახელს “ბერნაბეუზე”
“სანტოსის” ნახევარმცველმა, როდრიგო გოესმა, რომელიც 2019 წლის ზაფხულში მადრიდის “რეალს” შეუერთდება, Marca-სთან საუბრისას განაცხადა, რომ ბავშვობიდან მადრიდის მადრიდულ გრანდს გულშემატკივრობს.
“რეალი” მსოფლიოს ყველაზე დიდი და ამავდროულად საუკეთესო კლუბია. როდესაც მათი ინტერესის შესახებ შევიტყვე, გადაწყვეტილება უმალვე მივიღე და სხვა კლუბების წინადადებების განხილვაც შევწყვიტე.
“ბარსელონას” ინტერესი? ამის შესახებ ბევრგან წავიკითხე, თუმცა იმ მომენტში მხოლოდ ფეხბურთის თამაშზე ვიყავი კონცენტრირებული. როგორც კი “რეალის” ინტერესზე მამცნეს, ყველაფერი გადაწყდა – ვთქვი, რომ კონკტრაქტს მათთან გავაფორმებდი.
ამაზე ბავშვობიდან ვოცნებობდი. ძალიან პატარა ვიყავი, როდესაც “რეალის” თამაშების ყურება დავიწყე. ბრაზილიაში ორი საყვარელი კლუბი ყავთ, ერთი ადგილობრივი და მეორე ევროპული. ჩემი არჩევანი “რეალზე” გაკეთდა.
არ ველოდი, რომ ასე სწრაფად შევძლებდი ევრპაში გადასვლას. როდესაც “ბერნაბეუზე” პირველად მივედი, წარმოვიდგინე, როგორ გაიძახდნენ ფანები ჩემს სახელს,” – აცხადებს როდრიგო.