როგორ აღნიშნა იკარდიმ “მილანის” კარში გატანილი მესამე გოლი (ფოტო)
15 ოქტომბერს, იტალიის სერია A-ს მე-8 ტურში დერბი “დელა მადონინა” გაიმართა. ნომინალურმა მასპინძელმა “ინტერმა” “მილანი” ანგარიშით 3:2 დაამარცხა.
“ინტერის” მხრიდან სამივე გოლი მაურო იკარდიმ გაიტანა, რომელმაც “როსონერის” კარი 28-ე, 63-ე და 90-ე წუთებზე აიღო.
ჰეთ-თრიქის შესრულების შემდეგ, არგენტინელმა თავდამსხმელმა მაისური გაიხადა და “სან სიროზე” შეკრებილ გულშემატკივრებს თავისი მაისური უჩვენა.
Icardi hat-trick, 9 goals in 8 matches for him! What a night of football! pic.twitter.com/BiNe9B2YLL
— Mootaz Chehade (@MHChehade) October 15, 2017