როგორ ახასიათებს Football Italia კახა კალაძეს
იტალიურმა საფეხბურთო პორტალმა Football Italia-მ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ფეხბურთელებისგან სერია A-ს ყველა დროის სიმბოლური გუნდი შეადგინა, რომლის შემადგენლობაშიც “მილანის” ყოფილი მცველი კახა კალაძეც მოხვდა.
Football Italia კალაძეს ასე ახასიათებს:
“საუკუნის დასაწყისიდან კარლო ანჩელოტის “მილანის” ერთ-ერთი დაუფასებელი მეომარი. ქართველი იყო ძლიერი და გონიერი ფეხბურთელი, მაგრამ მისი საუკეთესო თვისება, ალბათ, მრავალფეროვნება გახლდათ, რამაც საშუალება მისცა, დაცვითი ხაზის ყველა როლი მოერგო და “როსონერის” რიგებში 284 მატჩი ჩაეტარებინა იმ პერიოდში, როდესაც ძირითად შემადგენლობაში კონკურენციის გაწევა პაოლო მალდინისთან, ალესანდრო ნესტასთან, მარკოს კაფუსთან და იაპ სტამთან უწევდა. ამ სიაში კალაძის მოხვედრა იმის გამოც არის გამართლებული, რომ მან “მილანთან” ერთად ყველა ტიტული მოიგო, მათ შორის სკუდეტო, ორჯერ ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი”.
Football Italia-ს მიერ დაკომპლექტებული სიმბოლური გუნდის სანახავად გადადით ბმულზე: სიმბოლური გუნდი