როგორ აფასებენ ფესტივალს ევროპის ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელები
სასტუმრო “ჰოლიდეი ინში” ევროპის ახალგარდული ოლიმპიური ფესტივალის დასკვნითი პრესკონფერენცია გაიმართა. ევროპის ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელებმა “თბილისი 2015” შეაფასეს.
იანეს კოციანჩიჩი (ევროპის ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი): “ჩვენ კმაყოფილები ვართ თბილისში გამართული ფესტივალით. შეჯიბრება ჯერ არ დასრულებულა, თუმცა უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველაფერი წარმატებულად ჩატარდა, თქვენ გადმოეცით ქართული სული. ორგანიზება საკმაოდ მაღალ დონე იყო, აღვნიშნავ მოხალისეების მუშაობასაც. ყველა საჭირო ობიექტი უმაღლეს დონე იყო მომზადებული. ეს იყო პირველი გამოცდილება ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის და მათ საშუალება ეძლევათ, გააუმჯობესონ თავიანთი უნარები. მადლობლები ვართ გულთბილი მასპინძლობისთვის”.
ჯოზეფ ლიბა (ევროპის ოლიმპიური კომიტეტის საკოორდინაციო კომისიის თავმჯდომარე): “რასაც ხუთი წლის წინათ შეგვპირდით, შეასრულეთ. შეჯიბრებებზე კარგი ატმოსფერო იყო. თქვენ საუკეთესოდ წარმოაჩინეთ როგორც სპორტული მხარე, ასევე თქვენი ქვეყნის დედაქალაქი. ჩვენ ერთად დავწერეთ ქართული სპორტის ისტორიის ახალი ფურცელი. ფესტივალის შემდეგ დაგრჩებათ ახალი ობიექტები, ყველა უმაღლესი დონისაა, ათლეტებს შედეგების გაუმჯობესების საშუალება ექნებათ. უცხოელი სპორტსმენებისთვისაც კარგი შესაძლებლობა, რომლებიც აქ ივარჯიშებენ. ხვალ მივემგზავრებით, 50 ქვეყნის დელეგაცია სასიამოვნო განწყობით გტოვებთ. მადლობას ვუხდით მედიას კარგი შეტყობინებების გავრცელებისთვის, მადლობა საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტს, მადლობა ქვეყანას. მომავალ შეხვედრამდე”.