როგორ აპირებდა როი ჰოჯსონი „სულელური იდეით“ გამდიდრებას?
როი ჰოჯსონის ინგლისის ნაკრები 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს, თუმცა 66 წლის სპეციალისტის ბედი შეიძლება სხვაგვარად წარმართულიყო. თურმე, ჰოჯსონი თავის დროზე მეგობარ ბობ ჰაფტონთან ერთად ბიზნესის წამოწყებასა და ტურაგენტად მუშაობაზე ფიქრობდა.
„ბობი და მე სამხრეთ აფრიკაში ერთად ვთამაშობდით. შემდეგ მას „მალმიო“ ჩააბარეს და დამტოვა, თუმცა მალევე „ჰალმსტადში“ მუშაობა შემომთავაზეს და 1976 წელს მეც შვედეთში გადავინაცვლე.
იმ დროს ბობს უკვე ორჯერ ჰქონდა მოგებული ლიგა, შემდეგ მე მოვიგე, შემდეგ ისევ მან, შემდეგ კვლავ მე. მოკლედ, საქმეები საკმაოდ კარგად მიგვდიოდა.
ახალგაზრდები ვიყავით, 40 წლის ასაკში ფულის შოვნა და ერთად ბიზნესის გაკეთება გადავწყვიტეთ.
ახალგაზრდობაში ხანდახან სულელური იდეები გიპყრობს ხოლმე. ეს სწორედ ასეთი აზრი იყო.
ხანდახან ვფიქრობ ხოლმე ამაზე და წარმოვიდგენ, ვინ ვიქნებოდი ახლა, ეს იდეა რომ განხორციელებულიყო. ფაქტობრივად, 40 წლის ასაკში გავიდოდით პენსიაზე“, – ციტირებს ჰოჯსონის სიტყვებს ბრიტანული გამოცემა „მირორი“.
ბექა დოგრაშვილი