როგორ ჩარჩა “მუდამ პერსპექტიული ჯანო ანანიძე რუსეთში?

თარიღი: იანვარი 14, 2020

27 წლის ჯანო ანანიძე, რომელიც წლებია საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი და გამორჩეული ქართველი ფეხბურთელია, 2009 წლიდან რუსეთში, მოსკოვის “სპარტაკში” თამაშობს. მის ანგარიშზე ამ დროის განმავლობაში 150 მატჩზე და 15 გოლზე მეტი დაგროვდა. ჯანო “მუდამ პერსპექტიულ” ფეხბურთელად ითვლებოდა და მის რუსეთში დარჩენას რამდენიმე განსაკუთრებული მიზეზი აქვს.

ხელფასი, რომელსაც ევროპაში ვერ მიიღებდა

ანანიძე მედიაში გავრცელებული ინფორმაცის თანახმად, წელიწადში 2 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს, რასაც ევროპაში ჯანო თავიდან ნამდვილად ვერ მიიღებდა.

ტრავმიანობა და ფიზიკური სისუსტე

რუსეთში, სუსხიან ამინდში, როცა ტემპერატურა ხშირად მინუს რამდენიმე გრადუსი გახლავთ, ჩვენებური თავისი ფიზიკური კონდიციებიდან გამომდინარე თავს კომფორტულად ვერ გრძნობს. ანანიძეს რამდენიმე რთული ოპერაცია აქვს გადატანილი და ტრავმების გამო დიდი პერიოდი გაუცდა. შესაძლოა, ფიზიკური სისუსტე, რომელიც ნახევარმცველს კარიერის დაწყებიდან მთავარ პრობლემად ექცა, რომელიმე ევროპულ ჩემპიონატში დაებალანსებინა, მაგრამ როდის უნდა შედგეს ტრანსფერი, როდესაც მას ტრავმა აქვს?

კომფორტის ზონა –  სტატიკური სტაბილურობა

ადამიანის ფსიქოლოგიური განწყობაა, თუ მას მეტ-ნაკლებად აკმაყოფილებს მიმდინარე სიტუაცია, არ გარისკოს, მიიღოს საკმაოდ მაღალი ჰონორარი, გარკვეული სათამაშო დრო და შეჩვეული სტაბილურობა არჩიოს ახალ გამოწვევებს.

დღეს ანანიძე სრულიად ჯანმრთელია, მაგრამ რუსულ პრემიერ ლიგაში ასპარეზობა მაინც არ უწევს. ქართველი სათადარიგო სკამზე ყოფნით შემოიფარგლება და ცდილობს თურქეთის ჩემპიონატში გადავიდეს, რათა სათამაშო პრაქტიკა მაინც მიიღოს.

ანანიძეს მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს, ალბათ, პრაქტიკულად ბოლო შანსი ექნება რუსეთიდან წასვლის და დამტკიცების, რომ მეტი შეუძლია. რამდენიმე წლის წინ თუ უცხოურ პრესას დავეყრდნობით, მისით “არსენალი”, “სევილია”, “ვილიარეალი” და სხვა გამორჩეული გუნდები იყვნენ დაინტერესებულნი. მართალია, დღეს ეს კლუბები ინტერესს აღარ იჩენენ, თუმცა ჯანოს შეუძლია საშუალო დონის ევროპული ნავსაყუდელი მონახოს, მზიანი ამინდით, მისაღები ხელფასითა და სათამაშო სტილით, რომელიც მის ფეხბურთს შეეფერება.

“მუდამ პერსპექტიული” ახალგაზრდა ბიჭი უკვე 27 წლისაა.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ლუკაკუ: “ზლატანის მსგავსი ფეხბურთელები სერია A-ს სჭირდება”

“ინტერის” თავდამსხმელმა რომელუ ლუკაკუმ ზლატან იბრაჰიმოვიჩთან დაპირისპირება გაიხსენა და შვედი ფეხბურთელის შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ...
წაკითხვა
ფეხბურთი

აჩი არველაძე: “ლაშას მამა გარდაიცვალა და მოგვიანებით დამირეკეთ” (ვიდეო)

ბოლო დღეებში ქართულ მედიაში იწერება იმის შესახებ, რომ შესაძლოა აჩი არველაძე პოლიტიკაში მოვიდეს. გავრცელებული ინფორმაციით, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგის ფინალი სტამბოლში აღარ ჩატარდეს

ESPN-ის ცნობით, უეფას ჩემპიონთა ლიგის 2020-2021 წლის სეზონის ფინალური მატჩი თურქეთის ქალაქ სტამბოლში, სავარაუდოდ, აღარ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“რეალი” ედენ აზარს ტრანსფერზე აყენებს, განახევრებულ ფასად

მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელები ედენ აზარის მიერ “სტემფორდ ბრიჯზე” ნაჩვენები თამაშით უკმაყოფილონი არიან და მზად არიან, [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

რაულს ფრანკფურტის “აინტრახტში” იწვევენ

მადრიდის “რეალის” ლეგენდა, რაულ გონსალეს ბლანკო, შესაძლოა გერმანიის ერთ-ერთი წამყვანი კლუბის მთავარი მწვრთნელის როლში მოგვევლინოს. [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

ობლაკს პრემიერ ლიგის წამყვან კლუბში სურს კარიერის გაგრძელება

მადრიდის “ატლეტიკო”, შესაძლოა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე იან ობლაკმადატოვოს. ამ ინფორმაციას გავლენიანი უცხოური გამოცემა ESPN ადასტურე...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ატლეტიკოს” პრეზიდენტი: “მესი საუკეთესოა, მისი მომავალი ჩვენც გვაინტერეს

მადრიდის “ატლეტიკოს” პრეზიდენტმა, ენრიკე სერესომ, ლეო მესის მომავალთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი. “მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბ...
წაკითხვა
ფეხბურთი

აშრაფ ჰაკიმი, შესაძლოა, “ბაიერნში” ვიხილოთ

მილანის “ინტერის” მცველი, აშრაფ ჰაკიმი, შესაძლოა, უახლოეს მომავალში მიუნხენის “ბაიერნის” ფეხბურთელის რანგში მოგვევლინოს. ინფორ...
წაკითხვა
ფეხბურთი

აჩი არველაძე თბილისის მერობის კანდიდატი იქნება?

ძმები არველაძეები გიორგი გახარიასთან ერთად რამდენიმე კვირის წინ გურიაში, მოცვის პლანტაციაში გამოჩდნენ, რაც საზოგადოებამ ყოფილი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მოურინიოს “რომას” რეორგანიზაცია სურს

“რომას” ახალი მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო, გუნდში ძირეული ცვლილებების გაკეთებას გეგმავს. La Gazzetta dello Sport-ის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გასპერინი, შესაძლოა, ინგლისის პრემიერ ლიგაში ვიხილოთ

“ატალანტას” მთავარმა მწვრთნელმა, ჟან პიერო გასპერინიმ, ლონდონის “ტოტენჰემის” ხელმძღვანელების მხრიდან წინადადება მიიღო. ინფორმა...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტერ შტეგენი მილიარდიან ვალზე: “მიხარია, ამ პრობლემის გადაჭრა მე რომ არ მიწევს”

“ბარსელონას” მეკარემ, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა, კლუბის ვალებთან დაკავშირებულ შეკითხვას უპასუხა. როგორც იცით, კატალონიურ კლუბს დაახლოებით [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

დავით ხოჭოლავამ ტრავმა მიიღო

დონეცკის “შახტარმა” უკრაინის პრემიერ ლიგის 25-ე ტურში ბოლო ადგილოსანი “მინაი” 0-4 გაანადგურა. ძირითად შემადგენლობაში იყო [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

ედენ აზარმა “რეალის” ფანებს ბოდიში მოუხადა

მადრიდის “რეალის” ფეხბურთელმა ედენ აზარმა გულშემატკივრებს სოციალურ ქსელებში გავრცელებული კადრის გამო ბოდიში მოუხადა. კადრში ჩანდა, [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლევან მჭედლიძემ ბათუმის “დინამო” დატოვა

ლევან მჭედლიძემ ბათუმის “დინამო” დატოვა. როგორც ირკვევა, მხარეებს შორის ხელშეკრულება ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შეწყდა. მჭედლიძე [&he...
წაკითხვა