როგორ დაასრულა მოურინიომ პრესკონფერენცია “ტოტენჰემთან” მატჩის შემდეგ (ვიდეო)
“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ “ტოტენჰემთან” მატჩის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებთან იკამათა.
როგორც იცით, “მანჩესტერ იუნაიტედი” საკუთარ მოედანზე ლონდონურ გუნდთან 0:3 დამარცხდა, წინა ტურში მოურინიოს გუნდს “ბრაიტონმაც” მოუგო. პრესკონფერენციაზე პორტუგალიელი სპეციალისტი გაბრაზებული ჩანდა და მან დარბაზი თავის სტილში დატოვა.
“თქვენ იცით, რა ანგარიშით დასრულდა მატჩი – 3:0. იცით, ეს რას ნიშნავს? 3:0, მაგრამ ასევე, ეს ნიშნავს სამ პრემიერ ლიგას. მე პრემიერ ლიგა უფრო მეტჯერ მოვიგე, ვიდრე დანარჩენმა ცხრამეტმა მწვრთნელმა ერთად. მე – 3, მათ – 2. პატივი მეცით, პატივი მეცით!” – განაცხადა მოურინიომ, რის შემდეგაც დარბაზი დატოვა.
'Respect!' Jose Mourinho's had it with his press conference ? pic.twitter.com/JytoDhBVXE
— B/R Football (@brfootball) August 27, 2018