როგორ დახარჯა სერხიო რამოსმა თავისი პირველი ხელფასი?
მადრიდის “რეალისა” და ესპანეთის საფეხბურთო ნაკრების კაპიტანმა, სერხიო რამოსმა, წარსულზე საუბრისას გაიხსენა, თუ როგორ დახარჯა თავისი პირველი ხელფასი.
“რა გავაკეთე პროფესიონალი ფეხბურთელის რანგში მიღებული პირველი ხელფასით? ბებიას ახალი სამზარეული და აბაზანა ვუყიდე,” – ციტირებს რამოსის სიტყვებს გაზეთი Marca.
შეგახსენებთ, რომ სერხიო რამოსის კარიერა 2003 წელს დაიწყო, როდესაც ის “სევილიას” მეორე გუნდში ჩაირიცხა. 2005 წლიდან კი ეს უკანასკნელი “სამეფო კლუბის” ღირსებას იცავს.