როგორ დაუჭერენ “ვიტესის” ფანები მხარს გურამ კაშიას?
ჰოლანდიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არნემის “ვიტესის” ფანები გურამ კაშიას მხარს დაუჭერენ.
როგორც იცით, ქართველმა მცველმა ბოლოს არნემული გუნდის სასტარტო შემადგენლობაში 22 ნოემბერს, “დენ ჰააგის” წინააღმდეგ ითამაშა. ამის შემდეგ, მან მცირე დაზიანება მიიღო, თუმცა მალევე გამოჯანმრთელდა. მიუხედავად ამისა, “ვიტესის” მთავარმა მწვრთნელმა პეტერ ბოშმა კაპიტანი ძირითად შემადგენლობაში არ დააბრუნა.
ბოლო ორი მატჩია “ვიტესს” ახალი მწვრთნელი, რობ მაასი ხელმძღვანებლობს. თუმცა, კაშიამ ერთ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა – “კამბურთან” გამართულ მატჩში, ის მოედანზე 91-ე წუთზე გამოჩნდა.
ცნობილია, რომ გურამს არნემში დიდ პატივს სცემენ და ფანებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. 27 იანვარს, “ვიტესი” საკუთარ მოედანზე “ზვოლეს” მიიღებს, მატჩის 37-ე წუთზე კი, სტადიონზე მყოფი გულშემატკივრები ფეხზე წამოდგებიან და გუნდის 37-ე ნომერს, კაშიას ტაშს დაუკრავენ.