როგორ ეხმარება ზიდანი ალჟირს კორონავირუსთან ბრძოლაში?
მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი, ალჟირის ხელისუფლებას კორონავირუსთან ბრძოლაში ეხმარება.
Marca-ს მიერ გავრცელებული ცნობების თანახმად, ზიდანის საქველმოქმედო ფონდმა ბეჯაიას (ალჟირის პროვინცია, საიდანაც წარმოშობით არის ზიდანის ოჯახი) საავადმყოფო სამედიცინო მასალით მოამარაგა.
ფონდმა, რომელსაც ზიდანი და მისი მამა ხელმძღვანელობს, ქალაქს რეანიმაციისთვის საჭირო კომპლექტი, ფილტვების ხელოვნური ვინტილაციისთვის საჭირო აპარატები და სხვა საჭირო ხელსაწყოები გადასცა.
შეგახსენებთ, რომ ზიდანის მშობლები ალჟირიდან საფრანგეთში ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე გადაბარგდნენ. ზინედინ ზიდანი მარსელში დაიბადა.
ალჟირი აფრიკულ ქვეყნებს შორის კორონავირუსის გავრცელების მასშტაბებით გამოირჩევოდა. ბოლო მონაცემებით ქვეყანაში ინფიცირებულია 1 983 ადამიანი. გარდაიცვალა 313.