როგორ ეხმაურება ქართული ფეხბურთი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს?
20 ივნისს საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა, რომელსაც ყოფილი კომუნისტი სერგეი გავრილოვი უძღვებოდა, ჩაიშალა. ამ ყოველივემ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის პროტესტი გამოიწვია, რასაც ქართული ფეხბურთიც შეუერთდა.
“ლოკომოტივის” ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ფოტო წარწერით – “ჩვენ გვახსოვს, რომ საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ! #რუსეთიოკუპანტია “.
საფეხბურთო კლუბ “რუსთავის” ოფიციალურმა ვებ-გვერდმა კი კლუბის ფან-კლუბის ფოტო გამოაქვეყნა, სადაც გულშემატკივრები არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას მიაგებენ პატივს.
“ლოკომოტივის” მსგავსად კრისტალბეთ ევროპა ლიგის სხვა წამყვანი კლუბებიც ოპერატიულად გამოეხმაურნენ დღევანდელ მოვლენებს და ოფიციალურ გვერდებზე მთავარი ფოტოები შეცვალეს და მათზე ქვეყნის ოცი პროცენტის ოკუპაციის ნიშანი გამოსახეს.
ქართული კლუბები ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო მოვლენებს გამოეხმაურნენ ❌ pic.twitter.com/k9oVd5h9ua
— Jakob Kapanadze (@BlaCK80766679) June 20, 2019
ერთ-ერთი პირველი, ვინც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური გვერდი გახლავთ. გვერდზე გამოქვეყნდა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მატჩებზე გადაღებული ფოტოები, სადაც ფანები ოკუპაციას აპროტესტებენ.