როგორ ეხმაურებიან უცხოელები “დინამო” – “ტორპედოს” მატჩს
26 ნოემბერს, საქართველოს ეროვნული ლიგის ბოლო ტურში ერთმანეთს თბილისის “დინამო” და ქუთაისის “ტორპედო” დაუპირისპირდნენ. საქართველოს ჩემპიონი სწორედ ამ შეხვედრაში გამოვლინდა.
მატჩის ბოლო წუთები დრამატული გამოდგა. ქუთაისელები ჩემპიონები მხოლოდ სამი ქულის მოპოვების შემთხვევაში გახდებოდნენ. როცა ისინი ერთბურთიანი სხვაობით იგებდნენ, არბიტრმა მათ საჯარიმოში თამაშების წესების დარღვევა დააფიქსირა და პენალტი დანიშნა. თერთმეტმეტრიანი კიტეიშვილმა შეასრულა, თუმცა მას “ტორპედოს” კაპიტანმა, როინ კვასხვაძემ არ გაატანინა, ქუთაისელები კი 15-წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს ჩემპიონები გახდნენ.
“დინამოსა” და “ტორპედოს” შორის გამართულ მატჩს გამოხმაურება მოჰყვა ფეხბურთის უცხოელ მოყვარულებშიც.
BBC Sport: “თბილისის “დინამოს” 96-ე წუთზე პენალტით ჩემპიონატის მოგება შეეძლო. მათ ვერ გაიტანეს. მეტოქემ, ქუთაისი “ტორპედომ” ჩემპიონობა იზეიმა.”
Dinamo Tbilisi had a 96th minute penalty to win the league.
They missed.
Their opponents, Torpedo Kutaisi, were crowned champions instead.
? https://t.co/pV5SAu1ISB pic.twitter.com/XnnfdMkkDY
— BBC Sport (@BBCSport) November 26, 2017
ხერარდ სარაგოსა (“ტორპედოს” ყოფილი მწვრთნელი): “ქუთაისის “ტორპედო” ჩემპიონია. ვულოცავ ჩემს ყოფილ კლუბს ეროვნული ლიგის მოგებას.”
Torpedo Kutaisi Championi. Congrats to my former Club to become a new @erovnuliliga champions 2017 in Georgia! @GeorgianFF @GeosportsGe pic.twitter.com/s5qvdByDDi
— Gerard Zaragoza (@gerardzaragoza) November 26, 2017
“თბილისის “დინამომ” 96-ე წუთზე სეზონის ბოლო მატჩში პენალტი ვერ გამოიყენა. რომ გაეტანათ, ისინი ჩემპიონები გახდებოდნენ. პენალტის ვერგამოყენება ნიშნავს იმას, რომ მეტოქემ, ქუთაისის “ტორპედომ” ჩემპიონატი მოიგო. ვინც თერთმეტმეტრიანი ვერ გაიტანა, გასახდელში პოპულარული ვერ იქნება…”
Dinamo Tbilisi missed a 96th minute penalty in the final game of the season.
If they scored, they would’ve been champions.
The miss meant their opponents Torpedo Kutaisi won the league.
The bloke who missed that pen won’t be a popular man in that dressing room… pic.twitter.com/tOrKup2mCb
— Coral (@Coral) November 26, 2017
“საქართველოში ჩემპიონი ბოლო ტურში, თბილისის “დინამოსა” და ქუთაისის “ტორპედოს” შორის გამართულ მატჩში გამოვლინდა. “ტორპედომ” გოლი 70-ე წუთზე გაიტანა. და, 95 წუთზე… “დინამომ” პენალტი ვერ გამოიყენა.”
Ojo con esto. En Georgia, Dinamo de Tbilisi y Torpedo de Kutaisi se han jugado la liga en la última jornada. Con empate, Dinamo campeón. A los 70 minutos marca el Torpedo. Y en el minuto 95…penalti a favor del Dinamo.
— R. (12-7) (@Raulinhx) November 26, 2017
“ტორპედოს” ფანებმა სკამები დაამტვრიეს. მეკარემ პენალტი მოიგერია და “ტორპედო” ბოლო 15 წლის მანძილზე ჩემპიონი პირველად გახდა, მათ მთავარი მეტოქე “დინამო” სტუმრად დაამარცხეს.”
Los hinchas del Torpedo lanzan sillas. Aunque el portero para el penalti. Y el Torpedo de Kutaisi gana su primera liga en 15 años en el estadio de su gran rival, el Dinamo de Tbilisi. De locos, como en la liga de Bielorusia.
— Toni Padilla (@Toni_Padilla) November 26, 2017
“ქუთაისის “ტორპედო” საქართველოს ჩემპიონი გახდა. დიდი სენსაცია. სეზონის შესანიშნავი დასასრული.”
Koniec. W 97 minucie dwie czerwone dla gości, ale nic się już nie zmieniło. Torpedo Kutaisi mistrzem Gruzji. Duża sensacja. Niesamowicie Dinamo spieprzylo końcówkę sezonu.
— Piotr Koszecki (@PiotrKoszecki) November 26, 2017
“გიჟური მომენტი. დღეს ამ ქვეყნის ისტორიასა და კულტურას ვსწავლობდი.”
“სამართლიანობა.”