როგორ ეხმაურებიან უცხოელები ლაშა ტალახაძის ბრწყინვალე გამოსვლას ევროპის ჩემპიონატზე?

თარიღი: აპრილი 12, 2021

11 აპრილს, მოსკოვში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე +109 კგ წონით კატეგორიაში ლაშა ტალახაძე ევროპის ჩემპიონი გახდა.

ქართველმა ძალოსანმა ატაცში 222 კგ დააფიქსირა და ამ მოძრაობაში ოქროს მედალს დაეუფლა. მან ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. წინა რეკორდიც მას ეკუთვნოდა – 220 კგ.

აკვრაში ლაშამ 263 კგ ასწია და ოქროს მედალი მოიპოვა. ტალახაძე, ორჭიდის ჯამში, ევროპის ჩემპიონი გახდა. საერთო ჯამში 485 კგ ასწია და კიდევ ერთი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. წინა რეკორდიც მას ეკუთვნოდა – 484 კგ.

ლაშა ტალახაძის ბრწყინვალე გამოსვლას ევროპის ჩემპიონატზე სოციალურ ქსელებში უცხოელი გულშემატკივრები ეხმაურებიან. გთავაზობთ მათი გამოხმაურებების ნაწილს:


“ტალახაძე პრეზიდენტად!”


“ლაშა ტალახაძის ახალი მსოფლიო რეკორდები ევროპის ჩემპიონატზე. 222 კგ ატაცში და ორჭიდში – 485. დაუჯერებელია.”


“ლაშა ტალახაძემ ატაცში მსოფლიო რეკორდი დაამყარა. მისთვის 222 კილოგრამის აწევა ისეთივე რთულია, როგორც ჩემთვის ნათურის გამოცვლა. ის ძალოსნობის უსაინ ბოლტია, არაჩვეულებრივი სპორტსმენი.”


“ლაშა ტალახაძე შეუდარებელია. ალბათ, ის ახლა ყველაზე დომინანტი სპორტსმენია.”


“მან 222 კგ ისე ასწია, როგორც მე ყავას ვსვამ.”


“ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატს ვუყურებ და გამიმართლა, რომ მსოფლიო რეკორდის ხილვის საშუალება მომეცა. პირველი ადამიანი ისტორიაში, რომელმაც ატაცში 222 კგ ასწია. ლაშა ტალახაძე.”


“გორ მინასიანი და ლაშა ტალახაძე ძალოსნობის რონალდოები არიან. მათთის ყველაფერი მარტივია, განსაკუთრებით ქართველისთვის.”


 

მსგავსი სიახლეები
სხვადასხვა

რამაზ ზოიძემ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე პირველი შეხვედრა მოიგო! (ვიდეო)

ტოკიოს ოლიმპიური თამაშები, 1/8-ფინალი რამაზ ზოიძე – ისმაელ ბორერო (კუბა) იხილეთ ვიდეო...
წაკითხვა
სხვადასხვა

იაკობ ქაჯაია: “მაქსიმალურად ვიბრძოლე და შედეგი ცუდი არ არის”

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა იაკობ ქაჯაიამ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედლის მოპოვების შემდეგ […]...
წაკითხვა
ოლიმპიადა ტოკიო 2020

ვინ იქნება ხვალ – 3 აგვისტო ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე

ხვალ, 3 აგვისტოს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციის 6 წევრი იასპარეზებს. ხალიჩაზე ვიხილავთ ბერძნულ-რომაული სტილით […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ვინ იქნება ხვალ – 2 აგვისტო ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე

ხვალ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციის ორი წევრი იასპარეზებს, ორივე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წარმომადგენელია. [&helli...
წაკითხვა
ოლიმპიადა ტოკიო 2020

რა თანხა გამოიმუშავა ანტონ პლესნოიმ ბრინჯაოს მედლის მოპოვებით?

31 ივლისს, საქართველოს ძალოსანთა ნაკრების წევრმა, 96კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ანტონ პლესნოიმ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

უმედლოდ დარჩენილმა ჯოკოვიჩმა ორი ჩოგანი შეიწირა

ნოვაკ ჯოკოვიჩისთვის 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშები დასრულებულია. მსოფლიოს ნომერმა პირველმა ჩოგბურთელმა ოლიმპიური თამაშები უმედლოდ […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ვინ იქნება ხვალ – 1 აგვისტო ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე

ხვალ, 1 აგვისტოს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციის ერთი წარმომადგენელი იასპარეზებს. ხვალ, 06:00 საათიდან შეჯიბრში […]...
წაკითხვა
ოლიმპიადა ტოკიო 2020

ანტონ პლესნოიმ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა! (ვიდეო)

ანტონ პლესნოის გამოსვლა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე. ატაცი – 177 აკვრა – 210 საერთო ჯამი – […]...
წაკითხვა
ოლიმპიადა ტოკიო 2020

“ან ლაშასთან ერთად წავალ ან აღარ ვიქნები მთავარი მწვრთნელი”

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოისტთა ნაკრების გამოსვლის დასრულების შემდეგ კომენტარი [...
წაკითხვა
სხვადასხვა

ქართულმა ოცნებამ გორის მერობის კანდიდატად ვლადიმერ ხინჩეგაშვილი დაასახელა

პარტია “ქართულმა” ოცნებამ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებისათვის მერობის კანდიდატები დაასახელა. როგორც ცნობილი გახდა, გორში “ქარ...
წაკითხვა
ოლიმპიადა ტოკიო 2020

გურამ თუშიშვილი: “კმაყოფილი ვარ ჩემი თავით, მაგრამ მეტი შემეძლო”

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა, გურამ თუშიშვილმა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედლის მოპოვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. […]...
წაკითხვა
ოლიმპიადა ტოკიო 2020

ვინ იქნება ხვალ – 31 ივლისი ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე

ხვალ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციის ორი წევრი იასპარეზებს. საკვალიფიაკციო ეტაპზე გამოვა ბაჩანა ხორავა, ხოლო […]...
წაკითხვა