როგორ ეხმაურებიან უცხოელები მერაბ დვალიშვილის გუსტავო ლოპესთან გამარჯვებას

თარიღი: ივნისი 14, 2020

14 ივნისს, მერაბ დვალიშვილმა UFC-ში მეექვსე შეხვედრა გამართა. ქართველი მებრძოლი გუსტავო ლოპესს დაუპირისპირდა და მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა.

გთავაზობთ უცხოელი გულშემატკივრების მიერ სოციალურ ქსელ Twitter-ში გაკეთებულ კომენტარებს.

“დვალიშვილი UFC-ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი აღმოჩენაა. დიდი ტალანტი.”

“როცა დვალიშვილი ამ პოზიციაში ჩაგაყენებს, პრობლემებში ხარ. რთულია, გამოძვრე, თეიქდაუნი აირიდო, რთულია რამის გაკეთება.”

“დვალიშვილი ნამდვილად შთამბეჭდავია.”

“დვალიშვილი დაუნდობელია! არ ჩერდება. ბრწყინვალეა.”

“დვალიშვილი ცხოველია.”

“მერაბ დვალიშვილი მანქანაა.”

“ერთ დღეს, მერაბ დვალიშვილი ოქტაგონზე ვიღაცის სულს შეჭამს. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები.”

“მერაბ დვალიშვილი ძალიან კარგია და ალბათ, ის UFC-ში დაუმარცხებელი უნდა ყოფილიყო.”

მსგავსი სიახლეები