როგორ გამოეხმაურნენ რუსები გურამ კაშიას მიერ ოკუპაციაზე გაკეთებულ განცხადებას
საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მცველი, გურამ კაშია, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. ამერიკული “სან ხოსეს” ფეხბურთელმა რუსული ოკუპაცია ახსენა და სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საქართველოს ტერიტორიის ნაწილი სწორედ რუსეთს აქვს ოკუპირებული.
გურამ კაშიას პოსტს კომენტარებში რუსი ქომაგები გამოეხმაურნენ. მათ კაშიას განცხადება, რბილად რომ ვთქვათ, არ მოიწონეს და უფრო მეტიც, აგრესია გამოიჩინეს.
“სტუმრებს უცნაურად ექცევით! მთელი მოსკოვი სავსეა ჩამოსულებით, განსაკუთრებით ქართველებით! მხოლოდ შოუ ბიზნესიც საკმარისია – 80%! ჩემი მეუღლე ქართველია, მიყვარს საქართველო! გთხოვთ, ნუ აურევთ პოლიტიკოსებს ჩვეულებრივ ხალხში! ჩვენ ერთნი ვართ და ერთმანეთს პატივს ვცემთ”
“ვფიქრობ, რუსულად კითხვა იცით? უბრალოდ უცნაურია, როდესაც თქვენნაირი პიროვნებები ასე ადვილად ეგებიან პოლიტიკურ პროვოკაციაზე! ყველა ისე გვხატავს, როგორც ეშმაკით შეპყრობილებსა და ეშმაკის იმპერიას. მაგრამ ყველა ჩვენ გვსტუმრობს. პირადად მე, ბევრი მეგობარი მყავს სხვადასხვა ქვეყნებიდან დაყველანი ადეკვატურად აზროვნებენ. და ისეთ ადამიანებს, რომლებიც აყვნენ ამ ნეხვს, მინდა ჭკუის მომატება ვუსურვო”
“აი, ვკითხულობ ყველა ამ კომენტარს და უბრალოდ მინდა, რომ გავიცინო. ძალიან სასაცილოები ხართ. რატომ ფიქრობთ, რომ რუსეთმა თქვენი ოკუპირება მოახდინა? როგორ ვლინდება ეს ყველაფერი?ჩვენი ჯარები შემოგვყავს თქვენ ტერიტორიაზე, თუ რა ? სახელმწიფო გადატრიალება მოხდა თქვენთან და ამაში საკუთარი თავის გარდა არავინ უნდა დაადანაშაულოთ. საერთოდაც, თქვენ თავად მიიყვანეთ საკუთარი ქვეყანა ამ მდგომარეობამდე და ახლა რუსეთს ადანაშაულეთ ყველაფერში. არც თუ ისე დიდი ხნის წინ ვიყავი საქართველოში, და არც ერთი ინციდენტი არ გამოუწვევია იმ ფაქტს, რომ რუსი ვარ. ყველანი კარგად მექცეოდნენ. მაგალითისთვის, რამდენი მათხოვარი გყავთ ქუჩებში, ამაშიც რუსეთია დამნაშავე?”
“რას ამბობ, სულელო! საღეჭ რეზინასა და ჯინსებზე გაიყიდეთ, მერე კი მუხლებზე დაჩოქილი მოითხოვთ დაცვას! საცოდავო ხალხო! აიღეთ მაგალითი სტალინისგან, თუმცა უკვე ამოშალეთ თქვენი თავებიდან ყველაფერი, რაც შესაძლებელი იყო…”