როგორ უნდა განახლდეს საქართველოს ეროვნული ლიგა?

თარიღი: მაისი 11, 2020

16 მაისს ბუნდესლიგა 61-დღიანი კარანტინის შემდეგ საქმეში დაბრუნდება და ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატიდან პირველი იქნება, რომელიც ამ ნაბიჯს გადადგამს. ევროპაში სწორედ გერმანიამ შეძლო კორონავირუსთან საუკეთესოდ ბრძოლა და შეზღუდვების მოხსნა ფეხბურთსაც შეეხო. თუ “გერმანული დაბრუნების მოდელი” წარმატებულად განვითარდა, ეს სხვა ფედერაციებსაც დაეხმარება სხვადასხვა რეკომენდაციის გადმოღებაში, როგორც ამას დაავადებათა კონტროლის ცენტრი ქართველი მოქალაქეებისთვის უკვე ორ თვეზე მეტია აკეთებს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ყოფილი ბუნდესლიგელები, ლევან კობიაშვილი და ალექსანდრე იაშვილი ხელმძღვანელობენ. ფედერაციის პრეზიდენტმა, კობიაშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ პოსტზე ყოფნისას ოთხი წლის განმავლობაში ბერლინის “ჰერტას” აკადემიიდან ბევრი რამ გადმოიღო და ამჯერად, “გერმანული დაბრუნების მოდელი” უნდა მოვარგოთ ქართულ ფეხბურთს. Fanebi.com სრულ ანალიზს წარმოგიდგენთ, როგორ უნდა მოხდეს ეროვნული ლიგის დაბრუნება კორონავირუსის პირობებში გერმანული მოდელის გათვალისწინებით. თან იმის ფონზე, რომ ჰანს-ვილჰემ მიულერზე (გერმანიის ნაკრებისა და “ბაიერნის” ექიმი) არანაკლები ექიმი, თენგიზ ცერცვაძე ჩვენ რიგებში თამაშობს.

ვარჯიში

მიუნხენის “ბაიერნი” ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ვარჯიში განაახლა. მაქსიმუმ 3-4 ფეხბურთელი მოედნის ერთ მხარეს ვარჯიშობდა და ვარჯიშის დროს ერთმანეთთან მაქსიმალურად ნაკლები შეხება ჰქონდათ. მანუელ ნოიერი მეკარეების მწვრთნელთან ერთად ირჯებოდა და გუნდის სხვა ფეხბურთელებს მხოლოდ დარტყმების დროს უერთდებოდა.

ზუსტად მსგავსი სტილით ვარჯიში თბილისის “ლოკომოტივმა” უკვე განაახლა. “ლოკოს” ორი მოთამაშე განსაზღვრული დროით ერთდროულად გადის სტადიონზე და მწვრთნელთა მითითებებს ასრულებს.

უმნიშვნელოვანესია, სხვადასხვა საფეხბურთო აპლიკაციის გამოყენება, რომლებიც მწვრთნელს ფეხბურთელებთან მუდმივი კონტაქტის შენარჩუნებაში ეხმარება.

გარდა ამისა, FIFA-მ ნება დართო საფეხბურთო ლიგებს თამაშის დროს 5 ცვლილება გამოიყენონ (რომ არ მოხდეს ამ საშუალების ბოროტად გამოყენება, ცვლილების გამოყენება კვლავ 3-ჯერ იქნება შესაძლებელი, მაგრამ 5 ფეხბურთელი შეიცვლება). აუცილებელია, ეროვნულმა ლიგამ ეს რეკომენდაცია გაითვალისწინოს, რათა ტრავმიანობა მაქსიმალურად იყოს აცილებული.

ტესტირება

საფეხბურთო ლიგის განახლების მთავარი საშიშროება კოვიდ 19-ის შესაძლო გავრცელებაა. ამ რისკის თავიდან ასაცილებლად ბუნდესლიგის ყველა მატჩის წინ და მატჩიდან რამდენიმე დღის შემდეგ, მოთამაშეები ტესტირებას გაივლიან, როგორც სწრაფი ტესტით, ისე ე.წ. პსრ-ტესტით. თუ კვირაში ორი მატჩი გაიმართება, მაშინ ორივე თამაშის წინ შემოწმდებიან.

ბუნდესლიგას 99 მსაჯი მოემსახურება და ისინიც ზუსტად ამ პროცედურას გაივლიან.

“ლევერკუზენის” ყველა ფეხბურთელი ყოველ დილით იღებს მესიჯს მათი მდგომარეობის შესახებ. მათ აუცილებლად უნდა უპასუხონ ხუთ შეკითხვას, რითაც კლუბის ექიმები გაიგებენ, როგორ გრძნობენ ისინი თავს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მთავრობასთან ერთად სწრაფი და პსრ ტესტები უნდა შეიძინოს და ფეხბურთელები ინტენსიურად შეამოწმონ და არა მხოლოდ ერთხელ, ჩემპიონატის დაწყებამდე.

ფეხბურთელების ოჯახები

ფეხბურთელები, შესაძლოა, შეხვედრის დასრულების შემდეგ სასტუმროში, საკარანტინო სივრცეში გადავიდნენ ან საკუთარ სახლებში წავიდნენ.

თუ ფეხბურთელებს სახლში წასვლის შესაძლებლობა ექნებათ, მაშინ, შესაძლოა, ოჯახის წევრების ტესტირებაც გახდეს საჭირო. მათ არ ექნებათ უფლება მეზობლებთან ან მეგობრებთან ჰქონდეთ შეხება, ასევე, აუცილებლად უნდა დაიცვან 6-ნაბიჯიანი სოციალური დისტანცია და საჯარო ტრანსპორტის გამოყენებასაც ვერ შეძლებენ.

თუ ვინმე სოციალური დისტანციის წესს დაარღვევს, ის აუცილებლად საკარანტინო სივრცეში გადაინაცვლებს.

ერთკვირიანი კარანტინი

ანგელა მერკელის თავდაპირველი ინიციატივით, ფეხბურთელებს 2-კვირიანი სავალდებულო კარანტინი უნდა გაევლოთ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებით, თითოეული გუნდი ბუნდესლიგის განახლებამდე 1 კვირით ადრე სრულ სავარჯიშო პროცესზე და საკარანტინო სივრცეში გადავა.

რა მოხდება თუ ფეხბურთელი კოვიდ დადებითი იქნება

თუ სწრაფმა ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა, აუცილებლად უნდა მოხდეს მისი გადამოწმება პსრ ტესტით და ფეხბურთელი საკარანტინო სივრცეში ან სავაადმყოფოში გადაინაცვლებს. ყველა პირი, ვისაც მასთან კონტაქტი 15-წუთზე მეტი ჰქონდა, ა-კატეგორიაში იქნება და ისინიც შეემოწმებიან.

ყველას, ვისაც მასთან კონტაქტი 15 წუთზე ნაკლები ჰქონდა, ბ-კატეგორიაში მოხვდება.

გუნდის ექიმს ადგილობრივ მთავრობასთან და სავაადმყოფოსთან ინტენსიური კავშირი უნდა ჰქონდეს და თითოეული ნაბიჯის გადადგმის წინ, ინფექციონისტების რეკომენდაციით უნდა იმოქმედოს.

რამდენი ადამიანი იქნება სტადიონზე?

ბუნდესლიგის წარმოდგენილი გეგმის მიხედვით, მაქსიმუმ 322 ადამიანი იქნება სტადიონზე და სტადიონთან ახლოს დაშვებული. მათ შორის, მსაჯები, მწვრთნელები, გადამღები ჯგუფი, ანტი-დოპინგური ჯგუფი, სტიაურდები, ბურთის მომტანი ბიჭუნები და სტადიონის პერსონალი იგულისხმება.

322-დან 109 პირი სტადიონს გარეთ იმოქმედებს.

გასახდელი, ავტობუსი, ბურთები, მსაჯები, ფოტო და წყლის ბოთლი

ეროვნულ ლიგაში ჯერჯერობით ვიდეორეფერის სისტემა არ ფუნქციონერებს და ეს ერთგვარად ჩვენთვის ძალიან დიდ პრობლემას ხსნის. მაგალითად, ბუნდესლიგის ერთი მატჩისთვის 90 თანამშრომელი მუშაობს VAR-ზე.  გაიდლაინის მიხედვით, სამი საათით ადრე, 322-დან 226 პირი უკვე სტადიონზე უნდა იყოს. 

ფეხბურთელები სტადიონზე სასტუმროდან ან სავარჯიშო ცენტრიდან შეხვედრის დაწყებამდე 90 წუთით ადრე მოვლენ. ისინი სხვადასხვა ავტობუსით ან სამარშუტო ტაქსით უნდა მოვიდნენ, რომლებთაც დეზინფექცია უნდა ჩაუტარდეს. ფეხბურთელებსა და სამწვრთნელო შტაბს შორის 5-ნაბიჯიანი დისტანცია იქნება და თითოეულ მათგანს აუცილებლად ნიღაბი ექნება გაკეთებული. თამაშზე მოსვლა საკუთარი ავტომობილებითაც იქნება შესაძლებელი, თუმცა მანქანაში მხოლოდ მძღოლი უნდა იყოს.

გასახდელებში ხელის სანიტაიზერები უნდა დამონტაჟდეს და თუ გასახდელი პატარაა, კლუბს მოუწევს სხვადასხვა გასასვლელი შექმნას. მოთამაშეებმა მხოლოდ 30 ან 40 წუთი უნდა დაჰყონ გასახდელში და ამ დროის განმავლობაში პირბადე უნდა ეკეთოთ.

მსაჯები ერთ ოთახში გამოიცვლიან, თუმცა ჰიგიანის აბსოლოტური წესების დაცვით.

ბურთები და საჭირო აღჭურვილობა მაქსიმალურად ხშირად იქნება დეზინფიქცირებული. ბურთის მომტანი ბიჭები მინიმუმ 16 წლის იქნებიან და ხელების ხშირ დამუშავებაზე მიეთითებათ.

მაქსიმალურად შეიზღუდება წინასამატჩო ცერემონები. რა თქმა უნდა, მატჩის წინ ფოტოს აღარ გადაიღებენ და სათადარიგო სკამზე ორმეტრიანი დისტანცია იქნება დაცული. თუ სათადარიგო სკამი პატარაა, შესაძლებელია, სკამების ჩამატებაც. თითოეული ფეხბურთელი ინდივიდუალური ბოთლიდან დალევს წყალს.

დოლბანდიანი პირბადე

თავდაპირველად გაჩნდა ინფორმაცია, რომ ფეხბურთელებს პირბადის გაკეთება თამაშის დროსაც მოუწევდათ, თუმცა თითოეულ მათგანს 10 კილომეტრის გარბენისას, ელემენტარული სუნთქვა სჭირდებათ და ეს პრაქტიკულად შეუძლებელია სახეზე პირბადით. ამიტომ, ეს ინიციატივა ბუნდესლიგამ არ გაითვალისწინა. მიუხედავად ამისა, მსაჯები და მე-4 დამატებითი მსაჯი პრაქტიკულად პოლიციელებისგან საჯარო უფლებამოსილებას გადმოიფორმებენ და სოციალური დისტანციის დაცვაზე იქნებიან პასუხისმგებლები.

აღნიშვნა და გადაფურთხება

ფეხბურთელები აღნიშვნას მხოლოდ იდაყვების ან ფეხების მიდებით შეძლებენ. ასევე, რეკომენდაცია მიეცემათ, რომ არ გადააფურთხონ. ეს თავის მხრივ, მოთამაშეთა კრეატიულობასაც გამოაჩენს და ვნახავთ, თუ როგორ აღნიშნავენ გოლებს.

რა ხდება მატჩის შემდეგ?

ფეხბურთელებს განსაკუთრებულად გააფრთხილებენ, რომ სახლში მიიღონ შხაპი ან სასტუმროში. ისინი, ასევე, თავისით გარეცხავენ მაისურსა და ბუცებს. მატჩისშემდგომი ინტერვიუები ვიდეოქოლის საშუალებით იქნება გადმოცემული. თითოეული ფეხბურთელი სტადიონს 90 წუთის გასვლის შემდეგ ძალიან მალე დატოვებს და შესაძლოა, მხოლოდ 4 მათგანი დარჩეს დოპინგის შემოწმებაზე.

გულშემატკივრის გარეშე

ერთადერთი შანსი ბუნდესლიგის განახლების, გულშემატკივრის გარეშე, გახლდათ. წარმოუდგენელია ბუნდესლიგა გულშემატკივრის გარეშე, მაგრამ სხვა გამოსავალი ჯერჯერობით არ არის. სტადიონზე, შეიძლება, ფანების გამოსახულებები დამონტაჟდეს და ხელოვნური ხმაური შეიქმნას. ამ პროცესზე მუშაობა კვლავ მიმდინარეობს.

გერმანიის ჩემპიონატი სტარტს რამდენიმე დღეში აიღებს, საქართველოს ეროვნული ლიგა კი, დიდი ალბათობით, ივნისის ბოლოს ან ივლისში განახლდება. მანამდე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და საფეხბურთო გუნდებს დაახლოებით ორი თვე აქვთ მოსამზადებლად. ვნახოთ, როგორ იმუშავებს გერმანული მოდელი და შევეცადოთ, მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელი ასპექტები გადმოვიტანოთ.



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

არჩილ ბერიძემ ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის ტრანსფერი დაადასტურა

ბათუმის “დინამოს” თურქულ შეკრებაზე საქართველოს ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ჯანო ანანიძე შეუერთდება. თბილისის “დინამოდან” წას...
წაკითხვა
ფეხბურთი

დავით კერესელიძის პირველი ჩართვა – არაბიძე “ტორპედოში” უნდა დარჩეს!

ქუთაისის “ტორპედომ” რამდენიმე ძალიან საინტერესო ტრანსფერი (პაპუნაშვილი, ბუღრიძე, მანჯგალაძე) განახორციელა, მაგრამ გია ცეცაძეს საყვარელი შე...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი ჩაკვეტაძე კვლავ ტრავმირებულია

ბელგიური “გენტის” 22 წლის ქართველი შემტევი გიორგი ჩაკვეტაძე კვლავ ტრავმირებულია. ესპანურ შეკრებაზე ჩაკვეტაძე ბოლომდე იხარჯებოდა, […...
წაკითხვა
ფეხბურთი

“10 კილოთი მსუქანი მამარდაშვილი ხაუმეს 1000 თავით მირჩევნია”

გიორგი მამარდაშვილი “ვალენსიას” მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა მადრიდის “ატლეტიკოსთან” განაცხადში ზედმეტი 200 გრამის არ შ...
წაკითხვა
ფეხბურთი

შევჩენკო და პოლონელები შეთანხმდნენ

იტალიური “ჯენოას” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი შევჩენკომ პოლონეთის ეროვნული ნაკრების ჩაბარებაზე თანხმობა განაცხადა. უკრაინული წყაროე...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბათუმის “დინამოს” ყველაზე იღბლიანი გოლი “რაკუვთან” (ვიდეო)

ბათუმის “დინამო” თურქულ შეკრებაზე “ლეხთან” 1-2 გამარჯვების შემდეგ ისევ პოლონურ “რაკუვს” დაუპირისპირდა და 3-3 ითამა...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ვალენსიამ” მამარდაშვილი ზედმეტი წონის გამო მადრიდში არ წაიყვანა

ესპანური გამოცემა Plazadeportivo სტატიას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ “ვალენსიას” მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა გიორგი მამარდაშვ...
წაკითხვა
ფეხბურთი

კარაგერი: “მესიმ პირად შეტყობინებაში მომწერა, რომ ვირი ვარ”

ვეტერანმა ინგლისელმა მცველმა და Sky Sports-ის საფეხბურთო მიმომხილველმა ჯეიმი კარაგერმა გუშინ, პირდაპირ ეთერში საინტერესო ამბავი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბარსელონა” მოლაპარაკებას ოსკართან აწარმოებს

ცნობილი ბრაზილიელი ფეხბურთელი ოსკარი შესაძლოა, ევროპაში დაბრუნდეს. ბრაზილიელ ნახევარმცველთან მოლაპარაკებას “ბარსელონა” აწარმოებს. ეს ინფორ...
წაკითხვა
ფეხბურთი

მინო რაიოლა რეანიმაციაშია მოთავსებული

ცნობილი საფეხბურთო აგენტი მინო რაიოლა საავადმყოფოში მოხვდა. გერმანული გამოცემა “ბილდი” წერს, რომ რაიოლა უკვე რამდენიმე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გორის “დილა” ბრაზილიელი შემტევით ძლიერდება

გორის “დილა” რამდენიმე ფეხბურთელმა დატოვა და მათ შორის, ლუგა გუგეშაშვილმა, ირაკლი ბიძინაშვილმა და დავით მაისაშვილმა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“დინამო თბილისი” ოფიციალურ განცხადებს ავრცელებს

“დინამო თბილისი” ოფიციალურ განცხადებს ავრცელებს ზორან მარუშიჩზე. “დინამო თბილისი” ზორან მარუშიჩის ტრანსფერთან დაკავშირებით სამ...
წაკითხვა