როგორ უნდა გათავისუფლდეს სონი სამხრეთ კორეის სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან?

თარიღი: აგვისტო 11, 2018

“ტოტენჰემის” ვარსკვლავი, 26 წლის სონ ჰინ მინი, დიდი ალბათობით, პრემიერ ლიგის საწყის ტურებს გამოტოვებს, ამის მიზეზი სამხრეთ კორეის ნაკრებია.

წელს ინდონეზიაში აზიური თამაშები გაიმართება, რომელშიც 20 ქვეყნის სპორტსმენები სხვადასხვა სახეობებში იასპარეზებენ. სამხრეთ კორეის საფეხბურთო ნაკრები ტურნირში მონაწილეობისათვის ემზადება. ნაკრებები 23-წლამდე ფეხბურთელებით უნდა დაკომპლექტდნენ, თუმცა განაცხადში სამი ისეთი მოთამაშის შეყვანაა შესაძლებელი, რომელთა ასაკიც 23 წელზე მეტია.

რატომ ითამაშებს სონ ჰინ მინი ინდონეზიაში, როცა მან მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე უკვე ითამაშა? ამ კითხვას პასუხი აქვს, რომელიც ყველასათვის საინტერესოა.


როგორ უნდა აარიდოს სონმა თავი სამხრეთ კორეის სამხედრო სავალდებულო სამსახურს?


აზიური თამაშები 10 აგვისტოს დაიწყო და 1 სექტემბერს დასრულდება. ტურნირი პრემიერ ლიგის საწყის ტურებს ემთხვევა.

სამხრეთ კორეაში მამაკაცები ვალდებულები არიან, სანამ 27 წლის ასაკში 21-თვიანი სამხედრო სავალდებულო სამსახური გაიარონ. სონი 26 წლისაა და მას მომავალ წელს სავალდებულო სამსახურის გავლა მოუწევს… თუმცა, თუ სამხრეთ კორეის საფეხბურთო ნაკრები აზიურ თამაშებს მოიგებს, მაშინ ნაკრების წევრები სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან გათავისუფლდებიან. ვერცხლის ან ბრინჯაოს მედალი საკმარისი არ არის – მხოლოდ ოქრო!

“სამწუხაროდ, გარკვეული დროის განმავლობაში “ტოტენჰემთან” ერთად ვერ ვიქნები, რისთვისაც მწვრთნელსა და ჩემს თანაგუნდელებს ბოდიშს ვუხდი. დარწმუნებული ვარ, ჩემს არყოფნაში გუნდი წარმატებულად ითამაშებს. მნიშნელოვანია, აზიური თამაშებიდან “ტოტენჰემს” კარგ ფორმაში დავუბრუნდე”, – უთხრა სონმა Goal.Com-ს.

თუ სონი ინდონეზიაში გაემგზავრება, მაშინ ის “ნიუკასლის”, “ფულჰემის”, “მანჩესტერ იუნაიტედისა” და “უოტფორდის” წინააღმდეგ გასამართ მატჩებს გამოტოვებს.

აზიურ თამაშებზე, საფეხბურთო ტურნირის ფავორიტები იაპონიისა და სამხრეთ კორეის ნაკრებები არიან. ტურნირი ხუთი რაუნდისგან შედგება – ჯგუფური ეტაპი, მერვედფინალი, მეოთხედფინალი, ნახევარფინალი და ფინალი.

მსგავსი სიახლეები
კალათბურთი

ემოციური კადრები – “მილანმა” “ტორინოსთან” მატჩის წინ კობი ბრ

იტალიის თასის მეოთხედფინალში “მილანი” “სან სიროზე” “ტორინოს” უპირისპირდება. მატჩის დაწყების წინ, სტადიონზე შეკრები...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლუკა გუგეშაშვილი “გრანადადან” “დილაში” დაბრუნდა

“გრანადას” ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, გუნდი ქართველმა მეკარემ, ლუკა გუგეშაშვილმა დატოვა. გუგეშაშვილი “გრანადა ბ-ს” ძირითად...
წაკითხვა
ფეხბურთი

“სამტრედიამ” 6 ფეხბურთელი დაიმატა და 6 გაუშვა

ელიგაში დაბრუნებული “სამტრედია” 6 ფეხბურთელით გაძლიერდა. “სამტრედიამ” ბათუმის “დინამოდან” 27 წლის შემტევი გიორგი ი...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოფიციალურად: კრისტიან ერიქსენი “ინტერის” ფეხბურთელია

მილანის “ინტერის” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითც კლუბმა პრემიერ ლიგის კიდევ ერთი ვარსკვლავის ტრანსფერი [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფასი შეთანხმებულია, ბერგვაინი მალე პრემიერ ლიგაში ითამაშებს

“პსვ ეინდჰოვენის” გარემარბი სტივენ ბერგვაინი უახლოეს მომავალში ლონდონის “ტოტენჰემის” ფეხბურთელი გახდება. ამ ინფორმაციას Voetba...
წაკითხვა
ფეხბურთი

ერთადერთი ფეხბურთელი, რომელსაც ქუთაისის “ტორპედო” არ დაუტოვებია

ქუთაისის “ტორპედო” უდიდესი ფინანსური კრიზისის შემდეგ თითქმის ყველა ფეხბურთელმა დატოვა და მათი უმრავლესობა თბილისის “დინამოში” ...
წაკითხვა
ფეხბურთი

თბილისის “დინამო” “მანჩესტერ სიტის” აღზრდილს დაიმატებს?

თბილისის “დინამოს” თურქულ შეკრებაზე 26 წლის სლოვაკი ფლანგის შემტევი, ფილიპ ორშულა შეუერთდა. ფილიპი ბოლოს სპარტაკ […]...
წაკითხვა
კალათბურთი

Black Mamba – ალტერ ეგო, რომელიც კობი ბრაიანტმა თავის გადასარჩენად შექმნა

მსოფლიო კალათბურთის ლეგენდის, კობი ბრაიანტის, ტრაგიკულ გარდაცვალებას გლოვობს. კვირა საღამოს გავრცელებულმა ინფორმაციამ მთელი სამყარო შეძრა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“საბურთალომ” ჰოლანდიის ჩემპიონატიდან მცველი გადაიბირა

25 წლის ჰოლანდიელი ფეხბურთელი ჯულიუს ბლეიკი “საბურთალოში” ითამაშებს. ამპლუით ცენტრალური მარცხენა მცველი, რომელიც 188 სანტიმეტრია, ბოლოს ჰოლანდიის [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჯენარო გატუზოს პირველი კომენტარი “იუვენტუსის” დამარცხების შემდეგ

“ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა, ჯენარო გატუზომ, “იუვენტუსთან” მოპოვებული უმნიშვნელოვანესი საშინაო გამარჯვების შემდეგ, პრესკონფე...
წაკითხვა
კალათბურთი

ნეიმარმა გატანილი გოლი კობი ბრაიანტის ხსოვნას მიუძღვნა (ვიდეო)

საფრანგეთის ლიგა 1-ში “ლილსა” და “პარი სენ-ჟერმენს” შორის მიმდინარე მატჩის 52-ე წუთზე ნეიმარმა მასპინძელთა კარში […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

საფეხბურთო სამყარო კობი ბრაიანტის ტრაგიკულ გარდაცვალებას ეხმაურება

41 წლის ასაკში კალათბურთის ლეგენდის, კობი ბრაიანტის, ტრაგიკულ გარდაცვალებას საფეხბურთო სამყაროს ვარსკვალვებიც გამოეხმაურნენ. პარი სენ-ჟერმენი [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ლიონის” ფეხბურთელმა მატჩის მიმდინარეობისას გონება დაკარგა

საფრანგეთის ჩემპიონატის 21-ე ტურში “ლიონსა” და “ტულუზას” შორის გამართული მატჩის (3:0) მიმდინარეობისას მასპინძელთა ნახევარმცველ...
წაკითხვა
კალათბურთი

ქართველი სპორტსმენები კობი ბრაიანტის გარდაცვალების ამბავს ეხმაურებიან

ლეგენდარული კალათბურთელი, კობი ბრაიანტი 41 წლის ასაკში გარდაიცვალა. კობი ოთხ ადამიანთან ერთად, კერძო თვითმფრინავით ავიაკატასტროფაში […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 26 იანვარი

“მანჩესტერ იუნაიტედი” კავანის შეძენა ცდილობს “მანჩესტერ იუნაიტედი” ედინსონ კავანის შეძენას ისევ ცდილობს. ყველასათვისაა ცნობილი...
წაკითხვა