როგორი გოლი გაუტანა ნაჩომ “სევილიას” (ვიდეო)

თარიღი: მაისი 14, 2017

14 მაისს, ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 37-ე ტურში მადრიდის “რეალმა” საკუთარ მოედანზე “სევილია” მიიღო.

შეხვედრაში ანგარიში მე-10 წუთზე გაიხსნა. მთავარმა არბიტრმა “სევილიას” საჯარიმოს მისადგომებთან წესების დარღვევა დააფიქსირა, თუმცა მადრიდელთათვის არ მიუთითებია ის, რომ საჯარიმო სასტვენის შემდეგ უნდა შეესრულებინათ. ამით ნაჩომ ისარგებლა, რომელმაც სტუმართა კარი აიღო.

იხილეთ ვიდეო

მსგავსი სიახლეები