როგორი იყო მესის პასუხი, როცა მას ჰკითხეს, გადავიდოდა თუ არა “მანჩესტერ სიტიში”?
ლიონელ მესის კატალონიის “ბარსელონადან” წასვლის შესახებ სულ უფრო მეტს საუბრობენ. რაც წარსულში წარმოუდგენელი იყო, ახლა რეალურია – შესაძლოა, არგენტინელმა კლუბი შეიცვალოს.
2018 წელს მესიმ არგენტინულ ტელევიზია TyC Sport-ს ინტერვიუ მისცა, სადაც მას ჰკითხეს, განიხილავდა თუ არა “ბარსელონას” დატოვებას.
“ბარსელონაზე” უკეთეს ადგილას, სად შეიძლება წავიდე? მე მსოფლიოს საუკეთესო გუნდში ვთამაშობ, ვცხოვრობ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ქალაქში, ოჯახი თავს კარგად გრძნობს, შვილებს კი აქ უკვე მეგობრები ჰყავთ. ცვლილება არ მჭირდება. ვიცი, რომ ყოველწლიურად უნდა ვიბრძოლო წარმატებისათვის. “ბარსელონას” დატოვების გადაწყვეტილება ძალიან რთულად მისაღებია”, – თქვა მესიმ.
ამის შემდეგ, ჟურნალისტმა სერხიო აგუერო ახსენა, რომელიც “მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელია და “ბარსელონას” კაპიტანს ჰკითხა, ითამაშებდა თუ არა მანჩესტერულ გუნდში.
“პასუხი ნათელია: მე “მანჩესტერ სიტიში” – არა. თუ მე და აგუერომ კლუბში ერთად უნდა ვითამაშოთ, მაშინ ის “ბარსელონაში” უნდა მოიყვანონ”, – განაცხადა მესიმ.