როგორი ხელფასები აქვთ ქალ ფეხბურთელებს ინგლისში?
ფეხბურთის გულშემატკივრებმა მამაკაცი ფეხბურთელების ხელფასებთან და შემოსავლებთან დაკავშირებით ბევრი რამ იციან, მაგრამ მათ შესაძლოა, ქალი ფეხბურთელების ხელფასების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდეთ.
როგორია ხელფასები ინგლისის ქალთა სუპერ ლიგაში?
Goal.Com-ის ცნობით, ინგლისის ქალთა სუპერ ლიგაში საშუალო ხელფასი კვირაში 35 000 ფუნტზე ნაკლებია. ყველაფერი იმაზეა და მოკიდებული, თუ რა დონის კლუბის წევრია კონკრეტული მოთამაშე და თავად რა დონის ფეხბურთელია ის.
პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, “მანჩესტერ სიტის” ქალთა გუნდის ცენტრალურ მცველს, ინგლისის ნაკრების კაპიტანს სტეფანი ჰიუტონს კვირაში 65 000 ფუნტს უხდიან. წლების წინ ინგლისის ქალთა ჩემპიონატი ნახევრად პროფესიონალური იყო, ზოგიერთი ფეხბურთელი კი წელიწადში მხოლოდ 5000 ან 10000 ფუნტს იღებდა.
ცნობილია, რომ ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია ქალთა ნაკრების თითოეულ წევრს წელიწადში 25 000 ფუნტს უხდის.