როგორი ფორმით ითამაშებენ გერმანელები მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე
The Hamburger Morgen Post-მა ინტერნეტ-სივრცეში ფოტოები გაავრცელა, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორი ფორმით იასპარეზებს გერმანიის ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე.
როგორც ცნობილი გახდა, გერმანელები ახალ ფორმებს მომდევნო კვირაში წარადგენენ. პრეზენტაციაზე კი, მათ ფილიპ ლამი, ბასტიან შვაინშტაიგერი, მესუთ იოზილი და თომას მიულერი მოირგებენ.