როგორი შემადგენლობით ეთამაშა “ტორპედო” ბათუმის “დინამოს”?
ქუთაისის “ტორპედო” ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩამდე პრაქტიკულად იცლება ფეხბურთელებისგან.
სეზონის დაწყებიდან გუნდი მერაბ გიგაურმა, ოლექსანდრ აზაცკიმ, რიჩარდ ლუკამ, ნიკოლა სტიეპოვიჩმა, მამუკა კობახიძემ და ამბროსი ჩაჩუამ დატოვეს.
ბათუმის “დინამოსთან” გუნდს მათე ცინცაძეც, ბუდუ ზივზივაძე და გრიგოლ დოლიძეც აკლდა. “ტორპედოს” სათადარიგო სკამზე როინ კვასხვაძე, 17 წლის ვახტანგ ბოჭორიშვილი, 17 წლის გივი მუკბანიანი და 18 წლის თამაზ შარვაშიძე ისხდნენ. სასტარტო შემადგენლობაში 19 წლის ვახტანგ ნებიერიძე იყო. მიუხედავა ამისა, ქუთათურებმა ბათუმელებს მძიმე წინააღმდეგობა გაუწიეს და ქულა ჩამოიტანეს.
გავრცელებული ინფორმაციით, თუ ლევან გეგეჭკორი და მათე ცინცაძე “ტორპედოს” დატოვებას გადაწყვეტენ, მათ გადაბირებას სწორედ ბათუმის “დინამო” ეცდება.
“ტორპედო” ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე კახა ცხადაძის “ორდაბასს” უპირისპირდება.