როგორია “მანჩესტერ იუნაიტედის” შედეგები დიდი ექვსეულის კლუბებთან?
პრემიერ ლიგის 26-ე ტურის ცენტრალურ მატჩს “სტემფორდ ბრიჯმა” უმასპინძლა. “მანჩესტერ იუნაიტედი” ლონდონის “ჩელსის” დაუზავდა და დაკარგული ორი ქულის ფონზე სატურნირო ცხრილში “მანჩესტერ სიტისთან” ჩამორჩენა გაზარდა.
შესაძლოა, ოლე გუნარ სულშერი გოლის არგაშვებით კმაყოფილი იყოს, თუმცა პრემიერ ლიგის დიდ ექვსეულთან ნაჩვენები შედეგით ნამდვილად ვერ იტრაბახებს.
“წითელი ეშმაკები” მიმდინარე სეზონში “ჩელსის”, “ტოტენჰემს”, “არსენალს”, “ლივერპულსა” და “მანჩესტერ სიტის” საერთო ჯამში შვიდჯერ დაუპირისპირდნენ და ერთხელაც ვერ იზეიმეს გამარჯვება.
სულშერის გუნდი “ტოტენჰემთან” 1-6 განადგურდა, დამარცხდა “არსენალთანაც” (0-1). ნულოვანი ფრე ითამაშა “მანჩესტერ სიტისთან”, “ჩელსისთან” (ორჯერ), “არსნალთან” და “ლივერპულთან”).
Played: 7
Won: 0
Scored: 1Man Utd are still winless against the 'Big Six' this season ❌#CHEMUN pic.twitter.com/heZvrojgX8
— Amazon Prime Video Sport (@primevideosport) February 28, 2021