როი ჰოჯსონმა ინგლისელ გულშემატკივრებს მიმართა
როი ჰოჯსონმა ინგლისელი ფანებს სპეციალური მესიჯი გაუგზავნა, რომელშიც ის მათ ყველანაირი არეულობისგან თავის არიდებისაკენ მოუწოდებს.
როგორც იცით, უეფამ ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათლად არის აღნიშნული, რომ ორივე გუნდი, ინგლისიც და რუსეთიც დატოვებს ტურნირს, თუ გულშემატკივრები კვლავ განაგრძობენ ასე მოქცევას.
“როგორც ინგლისის მწვრთნელი, ძალიან მაშინებს ის სანქციები, რომელიც შესაძლოა ჩვენი გუნდის მიმართ გატარდეს. ძალიან ბევრი რამ გამოვიარეთ, რათა აქ მოვხვედრილიყავით და ნამდვილად არ გვინდა, რომ ტურნირს ასე გამოვეთიშოთ.
ამიტომაც, თითოეულ ფანს მინდა ვუთხრა, რომ მადლობელი ვარ და ვაფასებ მათ თანადგომას მატჩის მიმდინარეობისას, მაგრამ გთხოვთ, თავი აარიდეთ არეულობას.
გთხოვთ, მაქსიმალურად ეცადეთ, რომ ამან პრობლემა არ შეგვიქმნას, ჩვენ კი ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ამ ტურნირზე დავრჩეთ.”