როი კინი: “ამდენი ჩახუტება არასოდეს მინახავს”
“მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდარულმა კაპიტანმა, როი კინმა მანჩესტერული დერბის დასრულების შემდეგ ფეხბურთელები გააკრიტიკა.
როგორც იცით, შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა. როი კინი, ტრადიციულად, Sky Sports-ის ეთერში სათქმელს პირდაპირ ამბობდა.
“დერბიში მხოლოდ ორი გაფრთხილება ვიხილეთ. ამდენი ჩახუტება მატჩის შემდეგ არასოდეს მინახავს. ეს დერბია! იმედგაცრუებული ვარ. მოედანზე უნდა გახვიდე და იპოვო გზა თამაშის მოსაგებად. ფრისთვის არ უნდა თამაშობდე. ხალხი ამბობს – “ეს დერბია” და მე ამ დროს ვუსმენ ჯონ სტოუნსს, რომელიც ამბობს, რომ მისმა გუნდმა კარგის მშრალად შენახვა მოახერხა.
მატჩის დასრულების შემდეგ, მწვრთნელებიც იღიმიან, ერთმანეთს ეხუტებიან, ფეხბურთელები საუბრობენ. პირდაპირ გასახდელში წადით! ყველას უნდა, რომ მეგობრები იყვნენ და უფრო მეტად პოპულარულები გახდნენ. “მანჩესტერ იუნაიტედში” იმიტომ თამაშობ, რომ თამაშები მოიგო და არა იმისათვის, რომ ყველას მეგობარი იყო”, – განაცხადა როი კინმა,