როი კინი: „მოურინიო ძალიან მაღიზიანებდა“
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ექს-კაპიტანმა როი კინმა „წითელი ეშმაკების“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჟოზე მოურინიოს დანიშვნის შესახებ ისაუბრა.
„მოურინიო ჩემს გემოვნებაში არაა. როდესაც მწვრთნელად ვმუშაობდი და მის გუნდს ვხვდებოდი, ის ძალიან მაღიზიანებდა. თუმცა, ეს, უბრალოდ, ჩემი მისსადმი დამოკიდებულებაა.
„მანჩესტერ იუნაიტედში“ მხოლოდ მოგებისთვის უნდა მუშაობდნენ, მისი მონაცემები კი გვეუბნება, რომ ის გამარჯვებულია. მოურინიოს თავკაცობის კანდიდატად ყოველთვის ასახელებდნენ, ახლა კი, როდესაც „იუნაიტედი“ ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავიდა, ეს კარგი ვარიანტია“, – განაცხადა კინმა ITV-ს ეთერში.